რესტორნებში, ზოგჯერ, სასურველია ძველი ინფორმაციის წაშლა და საქმის წარმოების თავიდან დაწყება. თუმცა ეს საკმაოდ სახიფათო პროცესია, რადგან ძველი ინფორმაციის წაშლის პროცედურა, გარკვეულ შემთხვევებში, ბოროტად შეიძლება იქნას გამოყენებული.
პროგრამა "სუფრას" ჯგუფმა მოამზადა სპეციალური პროგრამული მოდული (პირობითი სახელწოდებით Z@) რომელიც ახდენს პროგრამის ჩანაწერებში დაგროვებითი ინფორმაციის (გაყიდვების ისტორია, შესყიდვების ისტორია, აღწერების ისტორია) წაშლას. აღსანიშნავია რომ ეს პროგრამული მოდული არ ეხება მენიუსა და საკალკულაციო ბარათებს. შემუშავებულ იქნა აგრეთვე დაცვის მექანიზმი და გასაღები, რომლებიც უნიკალური იქნება კვების ყოველი ობიექტისთვის და რომელთა გამოყენება უზრუნველყოფს ამ პროგრამული მოდულის არასანქცირებული გამოყენებისგან დაცვას - ანუ ეს პროგრამული მოდული შეიძლება გამოიყენოს მხოლოდ იმ პირმა, რომელსაც აღნიშნული გასაღები (USB მეხსიერების ბარათის მსგავსი მოწყობილობა) აქვს.
პროგრამული მოდულისა და გასაღების გამოყენება ძალიან მარტივია. თუ პროგრამა "სუფრას" მომხმარებელი შეიძენს Z@ მოდულსა და გასაღებს, იგი ნებისმიერ მომენტში შეძლებს ძველი ინფორმაციის წაშლას და ამასთან დაზღვეული იქნება ამ პროცედურის გამოყენებისგან გარეშე პირების მხრიდან.