საბილიარდო

საბილიარდოების ბიზნესი თანდათან უფრო პოპულარული ხდება. სპეციფიკიდან გამომდინარე, მეტი ეფექტურობისთვის, საჭიროა მაგიდებზე დროის პროგრამული კონტროლი. აგრეთვე, ზოგიერთ საბილიარდოს აქვს საკუთარი ბარი, რომელსაც ასევე პროგრამული მენეჯმენტი სჭირდება.

სარესტორნო პროგრამა “სუფრა”-ს ჯგუფი გთავაზობთ შესაბამის გადაწყვეტას; კერძოდ, მაგიდებზე შუქის კონტროლს და საბილიარდოს სპეციფიკაზე მორგებულ გაყიდვების პროგრამულ მოდულს.

შუქის კონტროლი მოიცავს აპარატურულ და პროგრამულ მხარეს. შესაბამისი აპარატურის დაყენების შემდეგ, რასაც ჩვენ უზრუნველვყოფთ, მოლარეს საშუალება ექნება კომპიუტერიდან აკონტროლოს რომელი მაგიდა აინთება და რომელი ჩაქრება, ასევე რომელ მაგიდაზე რამდენი დროა დარჩენილი. მოკლედ რომ ვთქვათ, ეს არის სათამაშო დროის კონტროლის მექანიზმი.billiards controler scheme

როგორ მუშაობს პროგრამა?

მენიუს რედაქტორში ბარის კერძებთან და სასმელებთან ერთად, გვაქვს ბილიარდის “მენიუ”, ანუ კონკრეტული მაგიდები ბილიარდის სახეობებით და ფასებით. მაგიდების კონტროლის პროგრამული მოდულის საშუალებით ხდება მაგიდაზე ბილიარდის ტიპისა და დროის მითითება. გადასახდელ თანხას, რა თქმა უნდა, პროგრამა თავად ანგარიშობს. დროის გასვლამდე რამდენიმე წუთით ადრე შუქი წამით გაითიშება და ისევ ჩაირთვება. ეს იმას ნიშნავს, რომ მაგიდაზე დრო იწურება. სტუმარს შეუძლია დაამატოს დრო ან დაასრულოს თამაში დროის ამოწურვისას.

გაყიდვების კონტროლის პროგრამული მოდულის საშუალებით შემდგომში შეიძლება გაანალიზდეს ბილიარდის თითოეულ მაგიდაზე ნათამაშები დრო.

უნდა აღინიშნოს, რომ განსხვავებული მხოლოდ გაყიდვების ნაწილია. საბილიარდოსთვის განკუთვნილი Back Office-ის ნაწილი ისეთივეა, როგორიც რესტორნის, კაფეს ან სხვა ობიექტის შემთხვევაში. გარდა ამისა, სურვილისამებრ შეგიძლიათ აირჩიოთ Offline (სტანდარტული) ან Online Back Office (ანუ Cloud სერვისი).