სიახლე: ამიერიდან შესაძლებელია შეკვეთაში თითოეულ კერძს/სასმელს ცალ-ცალკე მიეთითოს შენიშვნა. ხშირად, მომხმარებელი ითხოვს გარკვეულ ცვლილებას კერძის/სასმელ8ის სტანდარტულ რეცეპტში. განახლებულ Terminal-ში შეგიძლიათ მიუთითოთ შენიშვნა რათა მზარეულმა გაითვალისწინოს მომზადებისას.
ეს შენიშვნები იბეჭდება სამზარეულოს პრინტერზე შეკვეთასთან ერთად. ამრიგად, თავიდან აიცილებთ კლიენტთან უხერხულ სიტუაციას და მიმტანებსაც არ მოუწევთ სამზარეულოში ამ შენიშვნების გამო სიარული.