კომპიუტერული პროგრამების კომპლექსი "სუფრა" განკუთვნილია სპეციალურად რესტორნების, ბარების, კაფეების, სწრაფი კვების ობიექტების (Fast Food) და სხვა სახის საზოგადოებრივი კვების დაწესებულებების კომპიუტერიზაცია-ავტომატიზაციისათვის. კომპლექსში შედის მაღაზიის მოდული რესტორან-მაღაზიებისათვის.
პროგრამული კომპლექსის შექმნა დაიწყო 2000 წელს. დღესდღეობით ჩვენი პროგრამის ინსტალაციების რაოდენობა 3000-ს აჭარბებს. კომპლექსი შეიცავს აგრეთვე სპეციალურ პროგრამულ და აპარატურულ მოდულებს, რომლებიც შესაძლებელს ხდიან მის გამოყენებას მაგ. საბილიარდოებსა და სხვა ისეთი სახის დაწესებულებებში, სადაც არსებობს რეალური ფიზიკური პროცესების კომპიუტერული მართვის საჭიროება. აღნიშნულ პროგრამულ კომპლექსს გააჩნია ორი ძირითადი ფუნქცია:
ოპერატიული მართვის პროგრამული მოდულები (პროგრამა-ტერმინალები - Front Office) რამდენიმე სახისაა და ორიენტირებულია სხვადასხვა ტიპის საზოგადოებრივი კვების ობიექტებზე (კაფე-რესტორნის ტერმინალი, ბარის ტერმინალი, "ფასტ ფუდის", მაღაზიის, საბილიარდოს ტერმინალები და სხვ.).
ტერმინალი მაქსიმალურად მორგებულია სარესტორნო ბიზნესის სპეციფიკაზე და მოიცავს ისეთ აუცილებელ ფუნქციებს, როგორიცაა მაგიდიდან "გადაჯდომა", ჩეკის გაყოფა და თანხის ნაწილ-ნაწილ (მაგ: ბარათით და ნაღდი ფულით) გადახდა, ფასდაკლება/დარიცხვის ფუნქცია და მრავალი სხვა.
სარესტორნო პროგრამების კომპლექს "სუფრა"-ში შედის სპეციალური პროგრამა-ტერმინალი პერსონალური მოხმარების მობილური მოწყობილობებისათვის. ეს მოდული ორიენტირებულია ტაბლეტებზე (პლანშეტებზე), ან სხვა ტიპის გადასატან აპარატურაზე, რომელსაც გააჩნია უმავთულო ლოკალურ ქსელში ჩართვის საშუალება. ხელის კომპიუტერების პროგრამული მოდული მთლიანად თავსებადია სარესტორნო პროგრამებთან.
ყველა ტიპის ტერმინალი იძლევა მგრძნობიარე, სენსორულ მონიტორებზე (Touch Screen) მუშაობის საშუალებას, ხოლო ბარისა და სწრაფი კვების ობიექტების (Fast Food) ტერმინალები, უპირატესად, სწორედ ასეთ მოწყობილობებზეა ორიენტირებული. აღრიცხვისა და ანალიზის ნაწილი (Back Office) მოიცავს ოთხ ძირითად პროგრამას. ესენია:
შეგახსენებთ, რომ Suphra ასევე გთავაზობთ Cloud სისტემას, რომლის მართვა ნებისმიერი ადგილიდან, ინტერნეტის საშუალებით შეგიძლიათ. დეტალური ინფორმაციისთვის გადადით ბმულზე და წაიკითხეთ ონლაინ ბექ ოფისის შესახებ: SuphraLTE - Cloud Back Office სისტემა
საშუალებას გაძლევთ მოახდინოთ გაყიდვების ანალიზი (მითითებული პერიოდისათვის) გარკვეული პარამეტრების მიხედვით - მაგიდების მიხედვით, მიმტანების მიხედვით, გადახდის ტიპის მიხედვით, ფასდაკლების ან დარიცხვის მიხედვით და სხვა; ნახოთ თუ როგორ იცვლებოდა კერძების გაყიდვების რაოდენობა და მათი თვითღირებულება მოცემულ პერიოდში; როგორი იყო ჯამური თუ საშუალო დღიური ნავაჭრი და რა ღვაწლი მიუძღვის ამაში რესტორნის თითოეულ ობიექტს (ბარს, ბუფეტს, სამზარეულოს); თუ რამდენი სტუმარი ეწვია რესტორანს, რა თანხები დაიხარჯა პროდუქტების შესყიდვაზე და სხვა.
განკუთვნილია მენიუს (კერძებისა და მათი ჯგუფების), საექსპერიმენტო კერძების, ნახევარფაბრიკატების, საკალკულაციო ბარათების შესაქმნელად. ამ პროგრამის საშუალებით თითოეულ კერძს (როგორც მენიუში შესულს, ასევე ექსპერიმენტულს) და ნახევარფაბრიკატს შეიძლება შეექმნას ბარათი, რომელშიც მითითებული იქნება კერძის სახელი, გასაყიდი ფასი, დამამზადებელი ობიექტი (ბარი, ბუფეტი, სამზარეულო და სხვა) და დამზადების დრო, ჩაიწერება კერძის რეცეპტი (მასში შესული ნედლეული პროდუქტების სია და მასები). რედაქტორი საშუალებას იძლევა შევქმნათ კერძის კოპიო, მოვახდინოთ კერძის და მისი ინგრედიენტების მასის პროპორციული ცვლილება. ერთი კერძი შევიტანოთ მეორის შემადგენლობაში (ნახევარფაბრიკატი), გავიგოთ კერძის მიმდინარე ეფექტურობა და სხვა.
თავს უყრის სისტემაში არსებულ მთელ ინფორმაციას და საშუალებას გაძლევთ ჩაატაროთ აღწერა ობიექტების (საწყობი, ბარი, ბუფეტი, სამზარეულო და სხვა) მიხედვით. თქვენ ატარებთ აღწერას ობიექტებზე და სისტემაში შეგყავთ პროდუქტების რეალური (ხელზე არსებული) ნაშთები. პროგრამა ამ ინფორმაციას იყენებს მის მიერ დაანგარიშებულ ნაშთებთან შედარებისთვის და ანგარიშობს ობიექტზე არსებულ დანაკლისებსა თუ ზედმეტობებს თითოეული პროდუქტისათვის და ჯამურად. თქვენ შეგიძლიათ გაშიფროთ შედეგები და გაარკვიოთ თუ რის გამო აქვს ადგილი არსებულ დანაკლისს თუ ზედმეტობას თითოეული პროდუქტისათვის (რას უდრიდა წინა რეალური ნაშთი, რა რაოდენობით იქნა მიღებული არჩეული პროდუქტი, რამდენი იყო რეალიზაცია და რა სახით მოხდა ეს რეალიზაცია და სხვ.) აღწერის მოდული საშუალებას იძლევა მოხდეს მზა კერძების და გამზადებული ნახევარფაბრიკატების აღწერა. აქვე შეგიძლიათ დააწესოთ პროდუქტების კრიტიკული მარაგების ანგარიშის რეჟიმი და პროგრამა დაგითვლით თუ რომელი პროდუქტები თავდება, რისი შეძენაა საჭირო.
მისი საშუალებით თქვენ შეგიძლიათ შექმნათ იმ პროდუქტების სია, რომელსაც მოიხმარს რესტორანი. შექმნათ ბარათი თითოეული პროდუქტისათვის - განსაზღვროთ პროდუქტის სახელი, ჯგუფი, განზომილების ერთეული, მიმდინარე თვითღირებულება (ეს თვითღირებულება ავტომატურად შეიცვლება თუ თქვენ განსხვავებულ ფასად მიიღებთ პროდუქტს) , განსაზღვროთ პროდუქტის დანაკარგების ოდენობა დამუშავების (გასუფთავებისას, შეწვის, მოხარშვის და სხვ.) პროცესში. ამის შემდგომ საწყობის პროგრამული მოდულის საშუალებით, რეალური ზედდებულების მიხედვით, ახორციელებთ პროდუქტების სისტემატურ მიღებას რესტორნის ობიექტებზე (საწყობზე, ბარზე, ბუფეტზე, სამზარეულოზე თუ სხვაგან). საჭიროების შემთხვევაში ახდენთ პროდუქტის ჩამოწერას (სათანადო ობიექტიდან) ან მის გადაცემას ერთი ობიექტიდან მეორეზე. შესაძლებელია განხორციელდეს ნამზადი პროდუქციის (კერძების, ნახევარფაბრიკატების) გადაცემა ან ჩამოწერა. საწყობის პროგრამული მოდულის გამოყენებით თქვენ შეგიძლიათ მიიღოთ ინფორმაცია გასულ პერიოდში პროდუქტებზე ჩატარებული ოპერაციების შესახებ. ეს ინფორმაცია შეგიძლიათ მიიღოთ ჯამურად ან გაფილტროთ სხვადასხვა პარამეტრების მიხედვით.