SuphraLTE - Cloud Back Office სისტემა

გამოქვეყნდა: 25.09.2018

SuphraLTE არის “სუფრას” ახალი პროექტი, რომელიც რამდენიმე რესტორანში უკვე წარმატებით დაინერგა. ეს არის Cloud სისტემა, რომლის დახმარებითაც ნებისმიერ ოპერაციულ სისტემაზე, ნებისმიერი ადგილიდან შეასრულებთ Back Office-ის ოპერაციებს.

Online Back Office

აქვე განვმარტოთ რა არის Cloud სისტემა; ზოგადად ყველა ასეთი სისტემა დამოკიდებულია ინტერნეტზე. Cloud ("ღრუბელი") არის რეალური სერვერი (სპეციალური დანიშნულების კომპიუტერი), რომელზეც ხდება ოპერაციების შესრულება. ამ სერვერს მომხმარებელი უკავშირდება პროგრამის ან (ამ შემთხვევაში) ვებ საიტის მეშვეობით. ანუ ჩვენი განახლებული პროგრამა არის ვებსაიტი, სადაც მომხმარებელს საკუთარი ანგარიში ("ექაუნთი") აქვს და მისი საშუალებით ახდენს სერვერზე ("ქლაუდზე") ინფორმაციის ჩაწერას, რედაქტირებას და ჩაწერილი ინფორმაციის წაკითხვას.

რაც შეეხება Back Office-ს, ეს არის გაერთიანებული სახელი და ის მოიცავს რამდენიმე პროგრამას:

  • Menu Editor - მენიუს რედაქტორი, საიდანაც ხდება კერძების ჩამატება და წაშლა, საკალკულაციო ბარათების შედგენა, ფასების ცვლილება და სხვა ნებისმიერი ოპერაცია, რომელიც უშუალოდ მენიუს უკავშირდება.
  • Warehouse - საწყობი, სადაც ხდება მიღებული პროდუქტების შესახებ ჩანაწერების გატარება, პროდუქტების მოძრაობის ასახვა (მიღება, გაცემა, ჩამოწერა და სხვა ობიექტისთვის გადაცემა).
  • Main Info - ეს არის ინფორმაცია ჩეკებიდან. ეს პროგრამა განკუთვნილია გაყიდვების ანალიზისთვის. აქ ნახავთ რა თანხა შემოვიდა, რომელი კერძები იყიდება უფრო ხშირად, რა სახით შემოვიდა თანხა (ნაღდი, უნაღდო, გადარიცხვა) და ასე შემდეგ.
  • Inventory - ეს კი გახლავთ აღწერა. აღწერის პროგრამა ალბათ გასაგებია რისთვისაც არის განკუთვნილი. უნდა აღინიშნოს, რომ “სუფრას” შემთხვევაში აღწერა შეიძლება იყოს არჩევითი (კონკრეტული პროდუქტების) და სრული.

როგორც ქვემოთ სურათზე ხედავთ, აქ გაერთიანებულია Back Office-ის ყველა პროგრამა. სტანდარტული ფუნქციების გარდა Cloud Back Office-ს რამდენიმე სასარგებლო ფუნქცია დაემატა, როგორიცაა მაგალითად რესტორნის მუშაობის ეფექტურობა და სხვა.

რაც შეეხება გაყიდვების წარმოებას, ამისთვის შეგიძლიათ გამოიყენოთ ჩვენი უახლესი ანდროიდ ტერმინალი, ან “სუფრას” სტანდარტული ტერმინალი. თქვენ მიერ საიტზე მენიუში შეტანილ ცვლილებებს ტერმინალი ავტომატურად ჩამოტვირთავს ჩვენი სერვერიდან. ხოლო გაყიდვების შესახებ ინფორმაციას სერვერზე ატვირთავს. ამ პროცესს, რა თქმა უნდა, ინტერნეტი სჭირდება, ამიტომ ინფორმაციის გაცვლის მომენტში აუცილებელია ტერმინალის ინტერნეტში ჩართვა. სხვა შემთხვევაში (მუშაობის პროცესში) ინტერნეტი საჭირო არ არის.

SuphraLTE მაქსიმალურად მორგებულია ყველა ზომის ეკრანს, არის მოხერხებული და მისი ვიზუალის შეცვლაც კი შესაძლებელია თქვენი გემოვნების მიხედვით.

Online Back Office - custom theme