ამ ბოლო დროს კაფეებსა და რესტორნებში სულ უფრო და უფრო პოპულარული ხდება ე.წ. „პედების“ სისტემა და ამას მრავალი მიზეზი აქვს. რა თქმა უნდა მნიშვნელოვანია სისტემის ვიზუალური მხარეც, მაგრამ მთავარი ისაა, რომ კომპიუტერული სისტემის დანერგვა კვების ობიექტებზე ზოგჯერ საკმაოდ ჭირს. არასაკმარისია სისტემის დინამიკურობა, მაღალია ტექნიკის ღირებულება. ზოგჯერ ობიექტზე უბრალოდ ადგილი არ არის ტექნიკის დასადგმელად. ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე რესტორატორები ხშირად აყენებენ რესტორანში ე.წ. „პედების“ გამოყენების იდეას. უნდა ითქვას რომ ამ იდეების რეალიზაციაზე ჩვენი ჯგუფი უკვე 2007 წლიდან მუშაობს. პირველი მცდელობა განხორციელდა Nokia 770 Internet Tablet PC-ის ბაზაზე. ეს არის მიმტანის პერსონალური სამუშაო პროგრამა, რომელიც WiFi ქსელის საშუალებით უკავშირდება სერვერს. ეს სისტემა მიმტანს საშუალებას აძლევს პირდაპირ სტუმრის მაგიდიდან გაუშვას შეკვეთა, ანგარიშის გამოწერის დავალება მისცეს ჩეკების პრინტერს. აქვს ე.წ. შეკავებული შეკვეთის ფუნქცია და ა.შ.
გამოცდილების გათვალისწინებით ჩვენმა ჯგუფმა შექმნა (ერთის მხრივ) ე.წ. ელექტრონული მენიუს სისტემა. რომელიც რამდენიმე რესტორანში უკვე დაინერგა და გულისხმობს შეკვეთის მიცემის პროცესის სტუმრის სივრცეში გადატანას, რაც ამ პროცესს მოსახერხებელს ხდის და მიმტანის მოცდენას ამცირებს.
ასევე (მეორეს მხრივ) ჩვენი ჯგუფი წარმოგიდგენთ „სუფრას“ ტერმინალის ვერსიას ანდროიდზე. რომელიც რეალურად არის დამოუკიდებელი მინი-ტერმინალი (მუშაობს ყოველგვარი ცენტრალური სერვერის გარეშე). ყველაფერი, რასაც მიმტანის ტერმინალის მუშაობის პროცესი გულისხმობს თავმოყრილია ერთ პატარა ანდროიდ პედში. ჩეკების ბეჭდვა (როგორც სტუმრისთვის განკუთვნილი ანგარიში, ასევე შიდა მოხმარების - ბარის, სამზარეულოს - ჩეკები) ხორციელდება მინი Bluetooth პრინტერის საშუალებით, რომელიც სურათზეა წარმოდგენილი და რომელიც მიმტანს შეიძლება ქამარზეც ჰქონდეს დამაგრებული (ანუ სტუმრის ანგარიშს იქვე, მაგიდასთანვე გამოწერს)
ამ სისტემის ე.წ. Back Office - ანუ კონტროლისა და აღრიცხვიანობის წარმოების სისტემა (აღწერა, საწყობი, გაყიდვების ანალიზი, მენიუს რედაქტორი) ე.წ. "ღრუბელში" ანუ Cloud-შია განთავსებული, რაც ნიშნავს, რომ იგი ინფორმაციას სპეციალურად კლიენტისთვის განკუთვნილ განყოფილებაში, ინტერნეტ სერვერზე ტვირთავს და მისგანვე იწერს განახლებულ მენიუს თუ სხვა ინფორმაციას. მომხმარებელი ოპერაციებს ახორციელებს ვებ ბრაუზერის გამოყენებით.
ეს სისტემა განკუთვნილია სპეციალურად მცირე ზომის ობიექტებისთვის. აპლიკაცია ანდროიდის ოპერაციულ სისტემაზე გაგიმარტივებთ მუშაობას და უფრო მოსახერხებელს გახდის შეკვეთის მიცემის პროცესს.
Cloud სისტემის უპირატესობები ალბათ თავადაც იცით, მაგრამ მაინც უნდა აღინიშნოს, რომ ასეთი სისტემა ნებისმიერ პლატფორმაზეა ხელმისაწვდომი იქნება ეს Windows, IOS, Linux თუ სხვა, რადგან სისტემა ინტერნეტ ბრაუზერში მუშაობს.
ამ სისტემის გამართული ფუნქციონირებისთვის საჭიროა:
რაც შეეხება ინფორმაციის გაცვლას სერვერსა და ტერმინალს შორის - ამას მხოლოდ რამდენიმე წამი (ან 1-2 წუთი) სჭირდება, შესაბამისად არ არის აუცილებელი პლანშეტი მუდმივად ინტერნეტში იყოს ჩართული. ინტერნეტი დაგჭირდებათ მხოლოდ ინფორმაციის გაცვლის მომენტში. ეს კი ნიშნავს, რომ არ ხართ მუდმივად დამოკიდებული ინტერნეტზე და მის ხარისხზე.
Online Back Office-ის შესახებ უფრო ვრცლად იხილეთ სტატია.