როგორც მოგეხსენებათ, რიგი პოლიტიკურ-ეკონომიკური პროცესების შედეგად ისე მოხდა რომ საქართველოს კაფე-რესტორნებში დღეს ბევრი უცხოელი მუშაობს.
გავითვალისწინეთ რა არსებული სიტუაცია, პროგრამა "სუფრას" ჯგუფის მიერ, წამოწყებულია ჩვენი პროგრამული პროდუქციის გამრავალენოვნების პროგრამა. ამ პროგრამის ფარგლებში კაფე-რესტორნის და ასევე საბილიარდო კლუბის ტერმინალისთვის (გაყიდვების მენეჯმენტის მოდული), შექმნილია ახალი დამატება - შესაძლებელი ხდება ტერმინალი გადაირთოს უცხო ენაზე (თავად ენას მნიშვნელობა არ აქვს, საჭიროა რომ ეს ენა წინასწარ განსაზღვრული იყოს როგორც ალტერნატიული და ამ ენაზე უნდა იყოს თარგმნილი მენიუ). ამის მერე, გახსნილი ჩეკის ნახვა, ასევე მისი გაუქმება და შეკვეთის გაშვება შეიძლება შესრულდეს უცხო ენაზე.
აღსანიშნავია რომ აღნიშნული პროგრამის შესაბამისად, ადრევე გაკეთდა ინგლისურენოვანი ბექ-ოფისი (ანუ მენეჯმენტისა და აღრიცხვიანობის წარმოების ქლაუდ ვერსია).
შეგახსენებთ რომ შექმნილია ასევე ფუნქცია "უცხოელი მზარეული", რომელიც საშუალებას იძლევა რომ როგორც პროგრამის ქართულ ვერსიაზე მუშაობისას, ასევე უცხო ენაზე პროგრამის გადაყვანის შემდგომაც, სამზარეულოს (ისევე როგორც სხვა საამქროების) შეკვეთები არჩევითად შეიძლება დაიბეჭდოს როგორც ქართულად, ასევე უცხო ენაზე.
"სუფრას" ჯგუფი აგრძელებს მუშაობას პროგრამული პროდუქციის გამრავალენოვნების მიმართულებით.
გარდა ამისა, კაფე-რესტორნის ტერმინალს დაემატა ახალი ფუნქცია - ახლა თქვენ შეკვეთის მიცემისას, თითოეული კერძისთვის ცალ-ცალკე, შეგიძლიათ მიუთითოთ მრავალი სხვადასხვა სახის, მრავალსტრიქონიანი შენიშვნა. განსაზღვროთ (და შემდგომში დაარედაქტიროთ) სტანდარტული შენიშვნების სია - რათა ყოველ ჯერზე თავიდან არ დაგჭირდეთ ხშირად გამოყენებადი შენიშვნის აკრეფა.
მრავალტერმინალიან რესტორნებში სტანდარტული შენიშვნების სია თითოეული ტერმინალისთვის შეიძლება ინდივიდუალური იყოს.
აქვე თქვენ შეგიძლიათ თითოეული კერძისთვის ცალ-ცალკე მიუთითოთ კერძის დამზადების სასურველი დრო.