სწრაფი კვების ობიექტები 21-ე საუკუნის ერთ-ერთი ყველაზე მზარდი ბიზნესია. სპეციფიკიდან გამომდინარე, ასეთ ობიექტზე განსაკუთრებით მოსახერხებელი გაყიდვების მექანიზმია საჭირო.
რესტორნისგან განსხვავებით, სწრაფი კვების ობიექტზე შეკვეთები გაცილებით სწრაფად შემოდის, მომსახურების დრო კი კაფესთან შედარებით მცირეა; შესაბამისად, შეუძლებელია ამ ყველაფრის კეთება მაუსითა და კლავიატურით. მთავარი მოთხოვნა კლიენტის მხრიდან სისწრაფეა. შესაბამისად, სწრაფი კვების ობიექტების მფლობელებსაც იგივე მოთხოვნა აქვთ პროგრამისტებთან.
ჩვენი ჯგუფი გთავაზობთ Suphra Fast Food ვერსიას, რომელიც ზუსტად ამ ტიპის კვების ობიექტებზეა მორგებული. ამ ვერსიაში ტერმინალის გამარტივებული დიზაინი უზრუნველყოფს მუშაობის სისწრაფეს.
როგორც ზემოთ აღვნიშნე, კლავიატურით და მაუსით სარგებლობა ასეთ ობიექტზე მუშაობას ძალიან შეანელებს და კლიენტების უკმაყოფილება შეიძლება გამოიწვიოს. ასეთ დროს რამდენიმე გადაწყვეტა არსებობს:
მესამე უმჯობესია დაივიწყოთ - ეს უკმაყოფილო კლიენტების რიცხვს გაზრდის. აღსანიშნავია, რომ პროცესორის სიმძლავრის, საიმედოობისა და რემონტის (აღდგენის) სიიოლის თვალსაზრისით მეორე გადაწყვეტა უფრო რეკომენდებულია. POS ტერმინალს ალტერნატივა არ აქვს თუ ადგილის სიმცირესთან გვაქვს საქმე. თუმცა გაითვალისწინეთ - არქიტექტურიდან გამომდინარე, POS ტერმინალს შეიძლება (რეკომენდებულია) უშუალოდ მიუერთდეს მხოლოდ 1 (ერთი!) პრინტერი.