ხშირად, საზოგადოებრივი კვების ობიექტებზე საჭიროა რიგის მართვის სისტემა; ბევრ კაფესა და სწრაფი კვების ობიექტზე შეხვდებით მონიტორს, სადაც მომლოდინე მომხმარებლების რიგის ნახვა შეიძლება.
„სუფრა“ თავის მომხმარებლებს სთავაზობს ასეთი სისტემის ინსტალაციას. Suphra QMS (Queue Management System) - ანუ რიგის მართვის სისტემა თქვენთვის სასურველი ზომის HDMI მონიტორს შეგვიძლია მივუერთოთ და მთავარი კომპიუტერიდან 100-120 მეტრის მანძილზე დავამონტაჟოთ.
მთავარი კომპიუტერიდან შეკვეთის გაშვებისას სამზარეულოს (ბარის, სახაჭაპურის და ა.შ.) შეკვეთას მიეთითება რიგის ნომერი. იგივე რიგის ნომერი იწერება სტუმრის ჩეკზე. როდესაც ჩეკი დაიხურება, რიგის მართვის სისტემაში ემატება ზემოთ აღნიშნული რიგის ნომერი. მთავარ კომპიუტერზე (საიდანაც შეკვეთებს ვუშვებთ) გვაქვს პროგრამა QMS მენეჯერი, რომლის საშუალებითაც შეგიძლიათ აკონტროლოთ შეკვეთების სტატუსი, მაგ: "შეკვეთა გამზადების პროცესშია", „შეკვეთა მზადაა“ ან „გატანილია მომხმარებლის მიერ“. წინასწარ და ძირითად ჩეკს დატანებული აქვს შტრიხკოდი და გამოკვეთილად აწერია რიგის ნომერი. ოპერატორი ერთ ჩეკს აძლევს სტუმარს, ერთს იტოვებს თავად.
შეკვეთის გამზადების შემდეგ ოპერატორი გახსნის რიგის მართვის პროგრამას, გაატარებს ჩეკს შტრიხკოდის წამკითხველზე და მონიშნავს როგორც გამზადებულს. როცა სტუმარი შეკვეთას გაიტანს, ოპერატორი ისევ გახსნის რიგის მართვის პანელს და ჩეკს მონიშნავს როგორც გატანილს. ამის შემდეგ რიგის ნომერი ქრება გამზადებული შეკვეთების სიიდან.
ობიექტის სპეციფიკისა და თქვენი სურვილის მიხედვით, მომხმარებელს შეგიძლიათ შეკვეთის გამზადების შესახებ სხვადასხვა ფორმით აცნობოთ: მაგალითად, სისტემას შეუძლია ავტომატურად გაუგზავნოს SMS შეტყობინება მომხმარებელს. ასევე, შეგვიძლია შევქმნათ მცირე ზომის ვებგვერდი, სადაც რიგის შესახებ ინფორმაციის ნახვა მომხმარებელს მობილურითაც შეეძლება.
აღნიშნული HDMI მონიტორი შეიძლება პარალელურად გამოიყენოთ მენიუს რეკლამირებისთვისაც.