ჩვეულებრივ, ინტერნეტ კაფეს მეპატრონე დამოკიდებულია მოლარე-ოპერატორის კეთილსინდისიერებაზე და არანაირი კონტროლის მექანიზმი არ აქვს, რომ გაიგოს რეალურად რამდენ ხანს იყო თითოეული კომპიუტერი ჩართული. ჩვენ გთავაზობთ ამ პრობლემის გადაწყვეტას.
ისევე როგორც საბილიარდოში, აქაც თითოეული სათამაშო ადგილისთვის პროგრამულად მიეთითება სათამაშო დრო, ხოლო პროგრამა რთავს და თიშავს შესაბამის მონიტორს. ბოლოს გამოიწერება ერთიანი ჩეკი, სადაც მითითებულია სტუმრის მიერ აღებული სასმელები, კერძები და ნათამაშები დრო.
კონტროლიორი, რომელსაც ჩვენ დავაყენებთ ობიექტზე, დანიშნული დროის შემდეგ, დენიდან გამორთავს მონიტორს (და არა კომპიუტერს, რადგან პირდაპირ დენიდან გათიშვა საზიანოა კომპიუტერისთვის). იგი კონტროლდება მოლარის კომპიუტერიდან და ყოველი “შეკვეთა”, ანუ კომპიუტერთან გატარებული დრო აისახება პროგრამაში.
შესაბამისად მეპატრონეს/მენეჯერს შეუძლია აკონტროლოს შესაბამისობა რეალურ მოგებასა და პროგრამულ ინფორმაციას შორის.