ციფრული მენიუ ერთჯერადის ნაცვლად
გამოქვეყნდა: 02.06.2020
ქვეყანაში არსებული სიტუაციიდან გამომდინარე, ჩვენს კლიენტებს ვთავაზობთ ელექტრონული მენიუს სერვისს.
- ჩვენ ავაწყობთ კვების ობიექტის მენიუს და განვათავსებთ მას ინტერნეტ სივრცეში.
- მაგიდაზე, სადგამზე ან სხვა, თქვენთვის სასურველ ადგილზე (მაგალითად კედელზე) განთავსებული იქნება ე.წ. QR კოდი -
რომლებსაც ასევე ჩვენ მოვამზადებთ ე.წ. "სტიკერების" ან სხვა რაიმე სახით.
- მომხმარებლებს შეეძლებათ საკუთარი საკუთარი მობილურებით (ან სხვა ელექტრონული მოწყობილობებით) დაასკანერონ ეს QR
კოდი და გახსნან ინტერნეტში განთავსებული მენიუ რამდენიმე წამში. ასეთი მენიუს გამოყენება საკმაოდ მარტივია და
ფართოდაა გავრცელებული მსოფლიოში.
- მენიუში ცვლილებების შეტანის შემთხვევაში QR კოდების შეცვლა საჭირო არ იქნება - ცვლილებები მოხდება მხოლოდ ინტერნეტ
სივრცეში განთავსებულ თქვენს გვერდზე.
სტუმრისთვის ჩვენი ელექტრონული მენიუს გამოყენება ძალიან მარტივია; მათ შეეძლებათ აირჩიონ სასურველი კერძები/სასმელები
(ჩაამატონ კალათაში), საიტი კი ავტომატურად დაიანგარიშებს და აჩვენებს მათ შეკვეთის ჯამურ ღირებულებას.
თუ გსურთ გაიგოთ როგორ მუშაობს ეს სისტემა, დაასკანერეთ ფოტოზე ნაჩვენები QR კოდი და გადახვალთ სადემონსტრაციო მენიუს
გვერდზე. თუ არ გაქვთ QR აპლიკაცია შეგიძლიათ უბრალოდ გახსნათ ეს ბმული: menu.restaurant.ge
დამატებითი ინფორმაციისთვის გთხოვთ დაგვიკავშირდეთ.