QSR ვერსია სწრაფი კვებისა და ბარისათვის

გამოქვეყნდა: 02.05.2022

საზოგადოებრივი კვების სფეროში ამ ბოლო დროს შეინიშნება ტენდენცია სწრაფი კვების ობიექტების უპირატესი განვითარებისა. ამ მოვლენას რამდენიმე ფაქტორი განაპირობებს - შედარებით დაბალი ფასები, მომსახურების მაღალი ტემპი და სხვა. განსაკუთრებით მაღალი მასშტაბი ამ მოვლენას მსოფლიო პანდემიის პირობებში მიეცა - სწრაფი კვების ობიექტებზე მომხმარებლებს უფრო ცოტა ხანი შეუძლიათ დაჰყონ, ისინი მეტად არიან იზოლირებულნი, ასეთი ტიპის ობიექტისთვის უფრო მარტივია პროდუქციის გარე გატანაზე მუშაობა, მათთვის ბევრად უფრო ბუნებრივია ადგილზე მიტანის რეჟიმში მუშაობა და სხვ.

ჩვენი კომპანიის მიერ ამ ბოლო დროს შეიქმნა და რამდენიმე კვების ობიექტზე უკვე წარმატებით დაინერგა ახალი ტიპის ტერმინალის პროგრამა გაყიდვების წარმოებისთვის - ე.წ „QSR“, რომელიც სპეციალურად გარკვეული სახის სწრაფი კვების ობიექტებისთვისაა შექმნილი, თუმცა ამ პროგრამის გამოყენება ასევე მოხერხებულია ბარისა და კაფე-ბარის ტიპის დაწესებულებაშიც, სადაც გადახდა პირდაპირ ბარმენთან ხდება.

QSR fast-food software

ეს ტერმინალი განკუთვნილია გაყიდვების წარმოებისთვის ისეთი ტიპის კვების ობიექტზე, სადაც ზოგიერთი კერძი თუ სასმელი შეიძლება არ იყოს წინასწარ გამზადებული და გამზადდეს სტუმრის მოთხოვნისამებრ, შეკვეთის შემდგომ - ანუ წარმოადგენს კაფე-ბარისა და სწრაფი კვების ტერმინალების ერთგვარ ჰიბრიდს.

სწრაფი კვების სტანდარტული ტერმინალის მოდულისგან განსხვავებით QSR (Quick Service Restaurant) ვერსიას მუშაობის ავტონომიური რეჟიმი არ გააჩნია - მისი მუშაობა სერვერთან მუდმივ კავშირს გულისხმობს. სწორედ ეს გვაძლევს საშუალებას პირდაპირ გაყიდვების პროცესში მოხდეს შეკვეთების გაგზავნა სამზარეულოში.

ოპერატორის მუშაობის სისწრაფის გაზრდის მიზნით QSR ტერმინალს გააჩნია ჩეკის აკრეფვისა და მისი რედაქტირების დახვეწილი მექანიზმი.

ამასთან აღსანიშნავია რომ ამ ვერსიაში ერთ ჩეკს ერთდროულად რამდენიმე ტერმინალი (რამდენიმე მოლარე-ოპერატორი) შეიძლება მოემსახუროს - ანუ ხაზზე წარმოებული გაყიდვები რამდენიმე ოპერატორს შორის შეიძლება განაწილდეს თემატურად. მაგალითად - სტუმარმა შეიძლება ერთ ოპერატორთან გახსნას ჩეკი, მასთან აიღოს კერძებისა და სასმელების ნაწილი, შემდეგ მეორე ოპერატორთან გადაინაცვლოს, სადაც მის ჩეკში კვლავ მოხდება ჩამატება და ბოლოს მესამე ტერმინალთან მოახდინოს გადახდა და ამ ჩეკის დახურვა - და ამასთან ოპერატორები ეთდროულად რამდენიმე სხვადასხვა სტუმარს შეიძლება ემსახურებოდნენ. ამასთან კაფე-რესტორნის ვერსიისგან განსხვავებით აქ არ არსებობს მიმტანის მცნება, ხოლო მაგიდების ნუმერაცია პირობითია.

ამ ტიპის ტერმინალში შეკვეთის აკრეფვა (მენიუში კერძის მოძებნა) შესაძლებელია განხორციელდეს რამდენიმე სხვადასხვა მეთოდით და ამისთვის მას გააჩნია ძებნის განვითარებული და მრავალმხრივი მექანიზმები - კერძის სახელის ან მისი ფრაგმენტის მიხედვით, კერძის ჯგუფის სახელის ან მისი ფრაგმენტის მიხედვით, მენიუში კერძის ადგილმდებარეობის მიხედვით, კერძის კოდით, შტრიხ კოდით, QR კოდით, შესაძლებელია შეიქმნას ე.წ. „ცხელი კლავიშები“ - პოპულარული კერძებისა და პოპულარული ჯგუფების სია რომლებიც ამარტივებენ კერძის ძებნას. ამ სიებში გადაადგილება შეიძლება მოხდეს როგორც კლავიშზებზე დაწკაპებით ასევე ე.წ. „ლიფტით“

QSR fast-food software

ეს პროგრამული მოდული სრულად ინტეგრირებულია „სუფრას“ ელექტრონული სასწორის უახლეს ვერსიასთან და გათვლილია ამწონავი ოპერატორის ქსელში ჩართვაზე - ანუ შეიძლება ერთ-ერთი ოპერატორი ასაწონ კერძებს ყიდდეს, ხოლო მეორე - საცალოს, საბოლოოდ იქმნება ერთიანი ჩეკი, რომლის მიხედვითაც სტუმარი სალაროსთან იხდის თანხას. QSR ტერმინალს აქვს ასაწონი კერძების ფილტრი, კერძების გაფილტვრა დამამზადებელი საამქროების მიხედვით და სხვა ინსტრუმენტები ამწონავის მუშაობის გასაადვილებლად.

სწრაფმა კვების ასეთმა ობიექტმა სტუმრის ნომრის იდეტიფიცირებისთვის შეიძლება გამოიყენოს როგორც სპეციალური ჩეკები, ასევე დანომრილი ლანგრები ან დასადგამი ფიშკები (ჩეკი იხსნება ლანგრის ან ფიშკის ნომერზე - სულ 30 ლანგარი).

QSR fast-food software

მუშაობის ასეთი სქემა, თითოეულ ჩეკზე, ერთდროულად, რამდენიმე ოპერატორის მუშაობის საშუალებას იძლევა.

QSR ტერმინალის მოდული მთლიანად ინტეგრირებულია „სუფრას“ რიგის მართვის სისტემასთან.