Messenger

ანდროიდ პლანშეტი და პროგრამა "სუფრა"

გამოქვეყნდა: 22.11.2018

ახლახანს პროგრამა "სუფრას" მხარდაჭერის ჯგუფმა დაასრულა მუშაობა ახალ პროგრამულ მოდულზე, რომელიც საშუალებას იძლევა რომ რესტორანში, სადაც დაყენებულია ჩვენი პროგრამების კომპლექსი, მიმტანების სამუშაოდ გამოყენებულ იქნას ანდროიდ ტაბლეტი (პადი, პლანშეტი).

adnroid terminal

ეს პროგრამული მოდული წარმოადგენს სრულფასოვან ტერმინალს, რომელიც მთლიანად ანაცვლებს (ან დუბლირებას უკეთებს) POS Touch ტერმინალს ან მოლარის ტერმინალს - ანუ შესაძლებელია რომ რესტორნის დარბაზების ნაწილს მიმტანები ემსახურებოდნენ ტრადიციული კომპიუტერული ბლოკების გამოყენებით, ხოლო ნაწილს (მაგალითად ქუჩაში, ღია ეზოში, ვერანდაზე ან პლაჟზე განლაგებულ მაგიდებს) ემსახურებოდნენ ანდროიდ პლანშეტების საშუალებით. ანდროიდ ტერმინალიდან გაშვებული შეკვეთას ჩვეულებრივ იღებს და ამუშავებს პროგრამა "სუფრას" სერვერი, რის შემდეგაც შეკვეთის ჩეკები იბეჭდება ბარში, სამზარეულოში და სხვ. ანალოგიურად ხდება ანდროიდ ტერმინალიდან მითითებული სხვა ოპერაციების შესრულება.

adnroid terminal

ეს პროგრამა წარმოადგენს იმ ტიპის პროგრამების ახალ, დახვეწილ ვერსიას, რომელიც ჩვენთან ჯერ კიდევ 2007 წელს Nokia 770 Internet Tablet PC-ის ბაზაზე შეიქმნა და მასზე მუშაობის დროს გათვალისწინებული იყო ამ მიმართულებით წლების განმავლობაში დაგროვილი გამოცდილება.

ამასთან, როგორც ჩვენმა მეგობრებმა იციან, 2018 წლის ოქტომბერში შეიქმნა რესტორნების კომპიუტერული პროგრამების კომპლექს "სუფრას" ახალი, "მინი" ვერსია ანდროიდ „პედისთვის“. ეს არის ავტონომიური, ყოველგვარი სერვერისგან დამოუკიდებელი პროგრამული მოდული, რომელიც ასრულებს ყველა იმ ფუნქციას, რომელიც საჭიროა კაფე-რესტორანში გაყიდვების წარმოების კომპიუტერიზაციისთვის. აღნიშნული ტერმინალი ჩეკებს ბეჭდავს მცირე ზომის Bluetooth პრინტერზე, ხოლო სარესტორნო აღრიცხვიანობის წარმოება (Back Office ოპერაციები) ხდება ინტერნეტში (Cloud სისტემა).