SuphraLTE არის “სუფრას” ახალი პროექტი, რომელიც რამდენიმე რესტორანში უკვე წარმატებით დაინერგა. ეს არის Cloud სისტემა, რომლის დახმარებითაც ნებისმიერ ოპერაციულ სისტემაზე, ნებისმიერი ადგილიდან შეასრულებთ Back Office-ის ოპერაციებს.
აქვე განვმარტოთ რა არის Cloud სისტემა; ზოგადად ყველა ასეთი სისტემა დამოკიდებულია ინტერნეტზე. Cloud ("ღრუბელი") არის რეალური სერვერი (სპეციალური დანიშნულების კომპიუტერი), რომელზეც ხდება ოპერაციების შესრულება. ამ სერვერს მომხმარებელი უკავშირდება პროგრამის ან (ამ შემთხვევაში) ვებ საიტის მეშვეობით. ანუ ჩვენი განახლებული პროგრამა არის ვებსაიტი, სადაც მომხმარებელს საკუთარი ანგარიში ("ექაუნთი") აქვს და მისი საშუალებით ახდენს სერვერზე ("ქლაუდზე") ინფორმაციის ჩაწერას, რედაქტირებას და ჩაწერილი ინფორმაციის წაკითხვას.
რაც შეეხება Back Office-ს, ეს არის გაერთიანებული სახელი და ის მოიცავს რამდენიმე პროგრამას:
როგორც ქვემოთ სურათზე ხედავთ, აქ გაერთიანებულია Back Office-ის ყველა პროგრამა. სტანდარტული ფუნქციების გარდა Cloud Back Office-ს რამდენიმე სასარგებლო ფუნქცია დაემატა, როგორიცაა მაგალითად რესტორნის მუშაობის ეფექტურობა და სხვა.
რაც შეეხება გაყიდვების წარმოებას, ამისთვის შეგიძლიათ გამოიყენოთ ჩვენი უახლესი ანდროიდ ტერმინალი, ან “სუფრას” სტანდარტული ტერმინალი. თქვენ მიერ საიტზე მენიუში შეტანილ ცვლილებებს ტერმინალი ავტომატურად ჩამოტვირთავს ჩვენი სერვერიდან. ხოლო გაყიდვების შესახებ ინფორმაციას სერვერზე ატვირთავს. ამ პროცესს, რა თქმა უნდა, ინტერნეტი სჭირდება, ამიტომ ინფორმაციის გაცვლის მომენტში აუცილებელია ტერმინალის ინტერნეტში ჩართვა. სხვა შემთხვევაში (მუშაობის პროცესში) ინტერნეტი საჭირო არ არის.
SuphraLTE მაქსიმალურად მორგებულია ყველა ზომის ეკრანს, არის მოხერხებული და მისი ვიზუალის შეცვლაც კი შესაძლებელია თქვენი გემოვნების მიხედვით.