Messenger

ორენოვანი მენიუ და ჩეკები

ამიერიდან შეგიძლიათ პროგრამა სუფრას მენიუს რედაქტორის მოდულში შეიყვანოთ რესტორნის მენიუ ორ სხვადასხვა ენაზე (მაგ: ქართულ-ინგლისური, ქართულ-რუსული და ა.შ.). შესაბამისად, შესაძლებლობა გექნებათ დაბეჭდოთ ჩეკები სასურველ ენაზე.

ეს ცვლილება მოიცავს პროგრამა სუფრას თითქმის ყველა მოდულის განახლებას, თუმცა მომხმარებლისთვის შესამჩნევი ცვლილებები შეტანილია Menu Editor-ში და პროგრამა Terminal-ში.

ორენოვანი მენიუს რედაქტორი

როგორც ქვემოთ მოცემულ სურათზე ხედავთ, პროგრამის ამ ვერსიაში კერძის შერჩევისას ჩანს ორენოვანი თარგმანი, სურათზე მონიშნული მესამე ველი კი კერძის ჯგუფს აღნიშნავს.

menu editor bilingual

მენიუს რედაქტორის ამ ვერსიაში დამატებულია ღილაკი თარგმანისთვის. როგორც წესი, პროგრამა სუფრას ინტერფეისის (გარემოს) ენა არის ერთი (მაგ: მხოლოდ ქართული, რუსული ან ინგლისური). თუმცა ორენოვან მენიუს რედაქტორში მეორე ენად შესაძლებელია ნებისმიერი ენის შერჩევა.

menu editor bilingual

ისეთი ენებისთვის, როგორიცაა არაბული, ჩინური ან სხვა სპეციალური სიმბოლოებისა და დამწერლობის წესების (მაგ: მარჯვნიდან მარცხნივ და ა.შ.) მქონე ენის შემთხვევაში საჭირო იქნება სპეციალური შრიფტის გამოყენება, რომელიც მოცემული ენის სტანდარტებს დააკმაყოფილებს. რუსული და ინგლისური ენების შემთხვევაში კი "Times New Roman"-ს ვიყენებთ.

ქვემოთ მოცემულ სურათზე ხედავთ ცხრილს, რომელიც რედაქტირების ღილაკზე დაჭერის შედეგად გამოდის ეკრანზე. აქ მოცემულია კერძების ქართული დასახელება, მეორე ველში კი შეგიძლიათ ჩაწეროთ შესაბამისი კერძის/სასმელის სახელი სასურველ ენაზე.

როგორც ხედავთ მოცემულ სურათზე ზოგიერთი კერძი არ არის გადათარგმნილი. თუკი ასეთი შეცდომა გაიპარება, ტერმინალი დაბეჭდავს კერძის ქართულ სახელს ლათინური ასოებით. მაგ: "ამარეტო უკოფეინო" (უცხოენოვანი ჩეკის დაბეჭდვისას) დაიბეჭდება როგორც "amareto ukofeino". ეს, რა თქმა უნდა, ცუდია და ჯობს თარგმანი არ გამოგრჩეთ, მაგრამ დადებითი მხარე ის არის, რომ კერძის სახელის მაგივრად სიცარიელე მაინც არ იქნება დაბეჭდილ ჩეკზე. menu editor bilingual

ცვლილებები ტერმინალში

ეს ფანჯარა, როგორც უკვე იცით, ტერმინალში რომელიმე მაგიდაზე დაჭერის შედეგად გამოდის. სურათზე მონიშნულია საქართველოს დროშა, რაც ნიშნავს, რომ თუ წინასწარ ჩეკს დავბეჭდავთ, იგი ქართულენოვანი იქნება.

receipt bilingual

დროშიან ღილაკზე დაჭერით ენა იცვლება. აქ უკვე ალტერნატიული (ამ შემთხვევაში ინგლისური) ენაა შერჩეული. ამ შემთხვევაში, თუ წინასწარ ჩეკს დავბეჭდავთ, იგი ინგლისურენოვანი იქნება.

receipt bilingual

საბოლოო ჩეკის ბეჭდვა სხვადასხვა ენებზე

გარდა წინასწარი ჩეკისა, ორ სხვადასხვა ენაზე შეიძლება დავბეჭდოთ საბოლოო ჩეკიც. პროგრამის ამ ვერსიაში ჩეკის დახურვის (ბოქლომიან) ღილაკზე დაჭერით გადავდივართ ფორმაზე, სადაც ფინალური ჩეკის ენის არჩევაა შესაძლებელი. ეს ფორმა მოცემულია ქვემოთ განთავსებულ სურათზე:

final receipt bilingual