Smart Menu ვებ-აპლიკაცია

როგორც წესი, შეკვეთისას მიმტანი თავზე ადგას და ელოდება სტუმარს, რომელიც შესაძლოა ამის გამო უხერხულობასაც კი გრძნობდეს. ერთის მხრივ, მიმტანი კარგავს დროს ლოდინში, მეორეს მხრივ კი სტუმარმა შეიძლება დისკომფორტი იგრძნოს და გადაწყვეტილება ცოტა ნაჩქარევად მიიღოს. არ დაგავიწყდეთ, რომ ის ამ დროს თან ანგარიშობს და თან იმახსოვრებს სასურველი კერძების / სასმელების დასახელებებს.

"სმარტ მენიუ" არის ვებ-აპლიკაცია, რომელიც შესაძლოა გამოყენებულ იქნას როგორც რესტორნის ნაბეჭდი მენიუს ალტერნატივა. თქვენ შეგიძლიათ გახადოთ მენიუს დათვალიერება რესტორნის სტუმრისთვის ბევრად უფრო მოსახერხებელი და საინტერესო. სმარტ მენიუს საშუალებით რესტორნის სტუმარს შეუძლია ანდროიდ მოწყობილობიდან დაათვალიეროს მენიუ კერძები სურათებთან და ფასებთან ერთად და გამოთვალოს სასურველი შეკვეთის ღირებულება და მომსახურების გადასახადი.

ანდროიდის ტაბლეტები 50-60 ამერიკული დოლარიდან იწყება, ასე რომ, მათი შეძენა რესტორანს ძვირი არ დაუჯდება. გარდა ამისა, ნაბეჭდი მენიუ ხშირად იცვლება. ამის გამო საჭირო ხდება მისი ხელახლა დაბეჭდვა. ეს პროცედურა კი ყოველ ჯერზე გარკვეულ ხარჯებს მოითხოვს. სმარტ მენიუში კი ფასების, სურათების და კერძების ცვლილება პრობლემას არ წარმოადგენს და, რაც მთავარია, არ საჭიროებს განმეორებით ხარჯებს. გარდა ამისა, სმარტ მენიუ დამატებითი კომფორტია რესტორნის სტუმრისთვის. ნაბეჭდი მენიუსგან განსხვავებით, აქ მომხმარებელი კერძის / სასმლის ფოტოსაც ნახავს. მას არ მოუწევს სასურველი შეკვეთის ღირებულების ზეპირად გამოთვლა. ის უბრალოდ ამატებს კერძებს / სასმელებს კალათაში და ხედავს ჯამურ ფასსა და მომსახურების საფასურს.

როგორ მუშაობს?

Smart Menu App

სმარტ მენიუ ლოკალური საიტია, რომელიც განთავსებულია რესტორნის კომპიუტერზე. ამ აპლიკაციით სარგებლობა შესაძლოა მხოლოდ ისეთ რესტორნებში, რომელთაც Wi-Fi აქვთ. სტუმარი ჯერ უკავშირდება რესტორნის Wi-Fi-ს, შემდეგ ბრაუზერში აკრეფს მენიუს მისამართს (მაგ. restaurant.menu) და იხსნება სმარტ მენიუ. აქ მომხმარებელი ირჩევს სასურველ კერძებს და სასმელებს, შემდეგ აჭერს ღილაკს "მენიუ შერჩეულია" და გამოდის პაროლის ველი, სადაც მიმტანს შეჰყავს პაროლი და შეკვეთა ეგზავნება "სუფრას" ტერმინალს.