ბანკეტის მართვის მოდული

ეს არის პროგრამული მოდული შექმნილია სპეციალურად ბანკეტების მენეჯმენტისთვის. პროგრამა დაგეხმარებათ ბანკეტების დაგეგმვაში. მისი საშუალებით შესაძლებელია:

  • ბანკეტის მომზადების ხარჯების დაანგარიშება.
  • დარიცხვის ცვლილებებით მანიპულირება.
  • შერჩეული მენიუსათვის საჭირო პროდუქტების სიის ექსელში გადატანა/ამობეჭდვა.
  • შერჩეული მენიუს ექსელში გადატანა (მომხმარებლებისათვის).
  • ბანკეტის ფასის გამოთვლა ერთ კაცზე (მომხმარებლებისათვის).
  • მინიმალური დანახარჯების გაგება.

ბანკეტის მოდული ინფორმაციას (მენიუ, პროდუქტების სია) იღებს პროგრამა "სუფრასგან", რაც ნიშნავს, რომ იგი არ არის დამოუკიდებელი პროგრამა და სპეციალურად "სუფრასთვისაა" შექმნილი.

როგორ მუშაობს პროგრამა?

Banquet Software

პროგრამის გაშვებისას ვხედავთ კალენდარს, რომელზეც მწვანედ არის მონიშნული დაჯავშნული დღეები. მწვანე ღილაკზე დაჭერით საინფორმაციო ველში ჩნდება მოკლე ინფორმაცია ამ ბანკეტის შესახებ. უფრო დაწვრილებითი ინფორმაციისთვის უნდა დავაჭიროთ ღილაკს "გახსენი ეს ბანკეტი". ახალი ბანკეტის დასამატებლად უნდა ავირჩიოთ სასურველი დღე და დავაჭიროთ ღილაკს "დაამატე ახალი ბანკეტი". აქედან ვირჩევთ სასურველ მენიუს და ვუთითებთ სტუმრების რაოდენობას.

Banquet Software

ღილაკ "დამატებითი"-ზე დაჭერით გამოდის ახალი ფანჯარა, სადაც მომხმარებლის და ბანკეტის შესახებ ინფორმაცია შეგვყავს. ამავე ფანჯრიდან შესაძლებელია მიმდინარე, ანუ შერჩეული ბანკეტის Excel-ში ექსპორტირება. რაც შეეხება შენახვას - თქვენ ბანკეტს ინახავთ ისევე როგორც მაგალითად Word-ის ან ნებისმიერი სხვა პროგრამის ფაილს. სუფრა ბანკეტს გააჩნია საკუთარი გაფართოება (.sbxml). ეს კი იმას ნიშნავს, რომ კონკრეტული ბანკეტის გახსნა შეგიძლიათ შესაბამის ფაილზე ორჯერ დაწკაპუნებით, როგორც ეს სხვა პროგრამების შემთხვევაში ხდება.