ციფრული მენიუ ერთჯერადის ნაცვლად

გამოქვეყნდა: 02.06.2020

ქვეყანაში არსებული სიტუაციიდან გამომდინარე, ჩვენს კლიენტებს ვთავაზობთ ელექტრონული მენიუს სერვისს.

QR Menu
  1. ჩვენ ავაწყობთ კვების ობიექტის მენიუს და განვათავსებთ მას ინტერნეტ სივრცეში.
  2. მაგიდაზე, სადგამზე ან სხვა, თქვენთვის სასურველ ადგილზე (მაგალითად კედელზე) განთავსებული იქნება ე.წ. QR კოდი - რომლებსაც ასევე ჩვენ მოვამზადებთ ე.წ. "სტიკერების" ან სხვა რაიმე სახით.
  3. მომხმარებლებს შეეძლებათ საკუთარი (საკუთარი!) მობილურებით (ან სხვა ელექტრონული მოწყობილობებით) დაასკანერონ ეს QR კოდი და გახსნან ინტერნეტში განთავსებული მენიუ რამდენიმე წამში. ასეთი მენიუს გამოყენება უაღრესად მარტივია და ფართოდაა გავრცელებული მსოფლიოში.
  4. მენიუში ცვლილებების შეტანის შემთხვევაში QR კოდების შეცვლა საჭირო არ იქნება - ცვლილებები მოხდება მხოლოდ ინტერნეტ სივრცეში განთავსებულ თქვენს გვერდზე.

თუ გსურთ გაიგოთ როგორ მუშაობს ეს სისტემა, დაასკანირეთ ფოტოზე ნაჩვენები QR კოდი და გადახვალთ სადემონსტრაციო მენიუს გვერდზე. თუ არ გაქვთ QR აპლიკაცია შეგიძლიათ უბრალოდ გახსნათ ეს ბმული: suphra.ge/test

დამატებითი ინფორმაციისთვის გთხოვთ დაგვიკავშირდეთ.