KDS სისტემა

KDS - Kitchen Displaying System - შექმნილია იმისთვის, რომ სარესტორნო პროგრამაში გაშვებული შეკვეთები გამოჩნდეს სამზარეულოში მონიტორზე. ეს სისტემა სამზარეულოს POS პრინტერების ალტერნატივას წარმოადგენს.

ხშირად ისმის კითხვა, როგორ ჩაანაცვლებს KDS -ის სისტემა სამზარეულოს პრინტერს? ან რატომ იქნება ის უფრო მოსახერხებელი? - პასუხი მარტივია; როცა სამზარეულოში არის პრინტერი ეს ქმნის გარკვეულ პრობლემებს: ტემპერატურა სამზარეულოში ხშირად მაღალია, რამაც შეიძლება პრინტერის ცუდი მუშაობა გამოიწვიოს. ასევე სამზარეულოში ხშირია მოუწესრიგებლობა, რის გამოც ხანდახან იკარგება ან ზიანდება ჩეკები. KDS-ის სისტემა კი შედგება მონიტორებისაგან, არ საჭიროებს პრინტერს სამზარეულოში, რაც უზოგავს რესტორნის მეპატრონეს პრინტერსაც და ჩეკების ქაღალდსაც.

Kitchen Displaying System

როგორ მუშაობს KDS?

სამზარეულოში დგას ერთი ან მეტი მონიტორი გააჩნია სამზარეულოს ზომას. როგორც კი პერსონალის რომელიმე წევრი გაუშვებს შეკვეთას ტერმინალში, სამზარეულოს მონიტორზე შეკვეთების სიას დაემატება ეს ახალი შეკვეთა. მზარეულს აქვს საშუალება მონიშნოს მთლიანი შეკვეთა გაკეთებულად, ან მონიშნოს შეკვეთის რომელიმე კონკრეტული კერძი როგორც "მომზადებული". მას შემდეგ, რაც კერძი "მომზადებულად" მოინიშნება ის გაქრება მონიტორზე არსებული კერძების სიიდან . ამასთან, მზარეულს შეეძლება გამოაჩინოს მონიშნული შეკვეთები. მას ასევე შეუძლია გამოიძახოს მიმტანი კერძის წასაღებად, რაც გააუმჯობესებს კერძის მიტანის სისწრაფეს რესტორნებში. ასევე, დიდი დატვირთვის დროს, მნიშვნელოვნად შეუმსუბუქებს შრომას პერსონალს.