სიახლე: სარესტორნო კომპიუტერული პროგრამების კომპლექს "სუფრას" დაემატა ახალი ფუნქცია - ამიერიდან შესაძლებელი ხდება რესტორნის მენეჯერმა (დირექტორმა, მეპატრონემ) სისტემიდან SMS შეტყობინებების სახით მობილურ ტელეფონზე მიიღოს ინფორმაცია შეკვეთების გაუქმებების შესახებ. როგორც ვიცით, რესტორანში შეკვეთების გაუქმება მტკივნეული თემაა და ზოგჯერ არსებობს საჭიროება იმისა, რომ ამის შესახებ ოპერატიულად ეცნობოს სათანადო პირს.
სისტემა ტექსტურ შეტყობინებებს (SMS) გზავნის კომპიუტერულ სისტემასთან მიერთებული სპეციალური GSM მოდულის საშუალებით (შეტყობინების გაგზავნის მომენტში ინტერნეტის საჭიროება არ არის) საჭიროების შემთხვევაში, GSM მოდულის საშუალებით, შესაძლებელია ასევე ნებისმიერი სხვა სახის ინფორმაციის გადაგზავნა "სუფრას" სერვერიდან მითითებულ მობილურ ტელეფონზე.
ამ სისტემის საშუალებით შეგიძლიათ სხვადასხვა სახის მილოცვების გაგზავნა რესტორნის მუდმივი კლიენტებისათვის; ასევე, შესაძლებელია შეტყობინებების გაგზავნა სტუმრებისთვის შეკვეთის შესრულების შესახებ და სხვა.