ონლაინ რეესტრი

ონლაინ რეესტრი არის პროგრამა "სუფრა"-ს დამატებითი მოდული, რომელიც საშუალებას გაძლევთ ნებისმიერი ადგილიდან შეამოწმოთ შემდეგი ინფორმაცია:

  • დაკავებული მაგიდების რაოდენობა
  • შემოსასვლელი თანხა (კონკრეტული დროისთვის აქტიური მაგიდებიდან)
  • სტუმრების რაოდენობა ამჟამად
  • მთლიანი შემოსული თანხა ჯამურად
  • მთლიანი შემოსული თანხა (ნაღდი)
  • მთლიანი შემოსული თანხა (უნაღდო)
  • სტუმრების რაოდენობა მიმდინარე დღისთვის
  • შესყიდვებზე ჯამურად დახარჯული თანხა დღისთვის

აგრეთვე შეგიძლიათ იხილოთ დიაგრამა, რომელიც გიჩვენებთ კონკრეტულ დღეს შემოსულ თანხას საათობრივად.

Online Registry

როგორ მუშაობს?

რესტორნის კომპიუტერზე ყენდება ონლაინ რეესტრის მოდული, რომელიც ახდენს ამ ინფორმაციის ატვირთვას ჩვენს საიტზე ყოველ 10 წუთში. თქვენ გეძლევათ უნიკალური მისამართი, რომლის ბრაუზერში ჩაწერით იხსნება ონლაინ რეესტრი. ეს პროგრამა გაძლევთ საშუალებას მთელი დღის განმავლობაში მარტივად მიიღოთ სასურველი ინფორმაცია თქვენი მობილურის გამოყენებით. მოდული თავსებადია სმარტფონებთან, პლანშეტებთან (ჯავა მობილურებთანაც კი, თუმცა დიაგრამის გარეშე) და, რა თქმა უნდა, მისი გამოყენება შეგიძლიათ კომპიუტერითაც.