ახალი ტერმინალი საშაურმისთვის

გამოქვეყნდა: 27.09.2019

სიახლე: სუფრას განახლებული ტერმინალი საშაურმეებისთვის უკვე მზადაა. ახალი ტერმინალი ფასტ-ფუდის მოდიფიცირებული ვერსიაა, სადაც შაურმის შეკვეთიდან ინგრედიენტების ჩამატება / ამოკლება არის შესაძლებელი.

Shawarma Terminal

არჩეული კერძების სიაში შაურმაზე / სენდვიჩზე ორჯერ დაჭერით შესაძლებელია კონკრეტული ინგრედიენტების რაოდენობის შეცვლა. ინგრედიენტების სია წარმოდგენილია საკალკულაციო ბარათის მიხედვით. ეს ნიშნავს, თქვენ მიერ მენიუს რედაქტორში შექმნილი კერძიდან შეკვეთის დროს შემადგენლობის რედაქტირებაა შესაძლებელი. მაგალითად, სურათზე მოცემულია „ღორის შაურმა საშუალო“; მარცხენა ველში ჩანს მისი შემადგენელი ინგრედიენტების სია. ინგრედიენტების გასწვრივ განლაგებული ღილაკებით შეგიძლიათ მიუთითოთ „სტანდარტული“, „მეტი“, „ნაკლები“ რაოდენობა ან სულაც ამოშალოთ ინგრედიენტი. გარდა ამისა, ფანჯრის ქვემოთ 5 დამატებითი შენიშვნაა განლაგებული, რომელსაც საჭიროებისამებრ დაარედაქტირებთ და გამოიყენებთ.

Shawarma Terminal

საიდან განვსაზღვროთ რედაქტირებადი კერძები? სწრაფი კვების ობიექტზე, რასაკვირველია, იყიდება ისეთი პროდუქტებიც, რომლის შემადგენლობის შეცვლას არავინ ითხოვს. ამიტომ წინასწარ შეგვიძლია განვსაზღვროთ რედაქტირებადი კერძების სია. ამისათვის მთავარ მენიუში უნდა დააჭიროთ ქანჩის გამოსახულებიან ღილაკს.

სურათზე ჩანს რედაქტირების ფორმა, სადაც შეგიძლიათ მოძებნოთ სასურველი კერძი (შაურმა, სენვიჩი და ა.შ.), მონიშნოთ და დააჭიროთ დამატების ღილაკს. მარჯვენა ველში ხედავთ რედაქტირებადი კერძების სიას. რედაქტირების შემდეგ არ დაგავიწყდეთ შენახვის ღილაკზე დაჭერა, რომელიც მარჯვენა ქვედა კუთხეშია.

Shawarma Terminal

ჩეკის დახურვისას კიდევ ერთი დამატებითი შენიშვნის არჩევა შეგიძლიათ. სურათზე როგორც ხედავთ მითითებულია „დელივერი“.

Shawarma Terminal

წინასწარ ჩეკზე ჩანს შენიშვნები კონკრეტული შეკვეთისთვის და, ასევე, სტუმრის რიგის ნომერი.

Shawarma Terminal