კერძების ადგილზე მიტანის სერვისის პროგრამული უზრუნველყოფა

გამოქვეყნდა: 12.01.2021

რესტორატორებმა კარგად იციან ის სპეციფიური ვითარება, რომელიც შეიქმნა სარესტორნო სფეროში მსოფლიო პანდემიასთან დაკავშირებით. არსებული რეალობიდან გამომდინარე, განსაკუთრებული მნიშვნელობა შეიძინა კვების ობიექტის გატანის რეჟიმში მუშაობამ. ამის გათვალისწინებით „სუფრას“ ჯგუფმა შეიმუშავა ახალი პროექტი, რომელიც ითვალისწინებს რესტორნის პროდუქციის მომხმარებლისთვის კერძებისა და სასმელების ადგილზე მიწოდების პროცესის მენეჯმენტს.

პროექტი შედგება რამდენიმე მოდულისაგან. ესენია:

  • მომხმარებლის გვერდი (რასაც ხედავს რესტორნის პროდუქციის მომხმარებელი)
  • რესტორნის მენეჯერის გვერდი
  • კურიერების დისპეჩერის გვერდი (სპეციალურად საკურიერო კომპანიებისათვის)
  • კურიერის სატელეფონო აპლიკაცია

მომხმარებლის გვერდი შექმნილია როგორც (სმარტ ტელეფონზე ორიენტირებული) ვებ საიტი. ამ საიტის საცდელი ვარინტი შეგიძლიათ იხილოთ მისამართზე restaurant.ge

აქ განთავსებულია მენიუ, კერძებისა და სასმელების სურათები, ფასები. მომხმარებელი ახდენს მათ გადატანას არჩევანის კალათში ,მიეთითება მომხმარებლის ტელეფონი, მისამართი, სხვ. - ანუ ეს არის ვებ მაღაზია - აქედან მომხმარებელი აფორმებს შეკვეთას და ახდენს გადახდას საკრედიტო ბარათის მეშვეობით (ასევე შესაძებელია გადახდის სხვა ფორმების გამოყენებაც).

შეკვეთის გაფორმების შემდგომ ინფორმაცია აისახება რესტორნის მენეჯერის ვებ გვერდზე და ხმოვანი სიგნალით ამცნობს ახალი შეკვეთის შემოსვლის შესახებ. აქ ჩანს რესტორანში შემოსული ყველა შეკვეთა - შეკვეთილი კერძები, შეკვეთის მიტანის სავარაუდო დრო, საკონტაქტო პირი, ტელეფონი, მისამართი და სხვა.

ჩანს თუ რომელი შეკვეთა რა სტადიაშია - მიღების, გამზადების, მიება თუ არა რომელიმე კურიერის ბარათს, მიტანის პროცესში მყოფი და ჩაბარებული.

ამასთან მენეჯერს თავის გვერდზე აქვს ინტერაქტიული რუკა, რომელზეც ჩანს კურიერების ადგილმდებარეობა. (კურიერის სატელეფონო აპლიკაცია GPS სისტემით ადგენს ადგილმდებარეობას და უგზავნის მენეჯერს). მენეჯერი ხედავს რომელი კურიერია დაკავებული და ა.შ. - რათა მოხდეს შეკვეთების მიტანების ოპტიმიზაცია.

რესტორნის მენეჯერის მიერ შეკვეთის მიღების დადასტურების შემდეგ ხდება შეკვეთის გადმოგზავნა რესტორნის მართვის სისტემა „სუფრაში“, სხვა ინფორმაციასთან ერთად ჩეკზე იწერება დამკვეთის მისამართი, ტელეფონი.

პროექტში გათვალისწინებულია რომ რესტორანი შეიძლება იყენებდეს მიტანის (საკურიერო სერვისის) ორი სახეს - ჰყავდეს საკუთარი კურიერები ან სარგებლობდეს დამოუკიდებელი სატრანსპორტო-საკურიერო კომპანიის მომსახურებით.

გამომდინარე იქედან, თუ რომელი ტიპის საკურიერო სერვისს იყენებს რესტორანი, მენეჯერის სამუშაო გვერდიდან ინფორმაცია შეკვეთის შესახებ ხვდება ან უშუალოდ კურიერის სატელეფონო აპლიკაციაში (თუ რესტორანს ჰყავს საკუთარი კურიერები) ან დამოუკიდებელი საკურიერო კომპანიის დისპეჩერის ვებ გვერდზე (რომელსაც ასევე აქვს ინტერაქტიული რუკა და სხვ.), რომელიც შემდეგ შეკვეთებს ანაწილებს საკუთარ კურიერებზე - ისინი ასევე შეიძლება იყენებდნენ შესაბამის კურიერის სატელეფონო აპლიკაციას.