Messenger

სენსორული მონიტორები

დღესდღეობით თაჩ-მონიტორები ფარდოდ არის გავრცელებული: მობილურები, ბანკომატები, ჩასარიცხი აპარატები და მრავალი სხვა მოწყობილობა იყენებს თაჩ სისტემას, რათა მომხმარებელს კომპიუტერის თუ სხვა მოწყობილობის მაუსისა და კლავიატურის გარეშე გამოყენების საშუალება მიეცეს. მაგრამ იცოდით, რომ თაჩ-სქრინების რამდენიმე განსხვავებული ტიპი არსებობს? 5 ყველაზე გავრცელებული ტიპია: 5-Wire Resistive (5-მავთულიანი წინაღობადი), Surface Capacitive (ზედაპირულ-მოცულობითი), Projected Capacitive (პროეცირებული მოცულობითი), SAW (Surface Acoustic Wave (ზედაპირული აკუსტიკური ტალღა)), და Infrared (ინფრაწითელი).

ქვემოთ მოცემულია თითოეული ტექნოლოგიის მოკლე აღწერა, მათი დადებითი და უარყოფითი მხარეები. ეს ინფორმაცია დაგეხმარებათ გადაწყვიტოთ თუ რომელი ტიპის ეკრანი შეესაბამება თქვენს საჭიროებებს.

5-Wire Resistive

Resistive Touch ამ ტიპის ეკრანი დღესდღეობით ყველაზე გავრცელებული თაჩ ტექნოლოგიაა. წინაღობადი თაჩ-მონიტორი დამზადებულია მინის პანელისა და ფირისგან, თითოეული კი დაფარულია თხელი მეტალის ფენით, რომელიც დაშორებულია მცირე სიცარიელით. როცა მომხმარებელი ეკრანს ეხება, ეს ორი მეტალის ფენა კონტაქტს ქმნის, რაც ელექტრულ ნაკადს იწვევს. კონტაქტის წერტილი აღიქმება ვოლტაჟის ამ ცვლილებით.

დადებითი მხარეები:
  • რეაგირებს თითზე, ჩხირზე, ხელთათმანიან ხელზე, პასტაზე და სხვა.
  • აქვს ტაქტილური შეგრძნება.
  • ყველაზე დაბალფასიანი თაჩ ტექნოლოგიაა.
  • ნაკლებ ელ-ენერგიას მოიხმარს.
  • უძლებს ზედაპირულ დაბინძურებას და სითხეებს (მტვერს, ზეთს, ცხიმს, ტენიანობას).
უარყოფითი მხარეები:
  • გამოსახულების ნაკლები სისუფთავე სხვა ტექნოლოგიებთან შედარებით.
  • გარე პოლიესტერული გარსი ვერ უძლებს დაკაწრვას, მირტყმას და ბასრ ობიექტებს.

Surface Capacitive

Surface Capacitive Touch ეს არის მეორე ყველაზე პოპულარული ტიპის სისტემა ბაზარზე. ამ ტიპის თაჩ სქრინებში, გამჭვირვალე ელექტრული ფენა განთავსებულია შუშის პანელის კიდეებზე, და დაფარულია დამცავით. როცა შიშველი თითი ეხება მონიტორის ეკრანს, ის რეაგირებს ადამიანის სხეულის სტატიკურ ელექტრულ მოცულობაზე; ხდება გარკვეული ელექტრული მუხტის ტრანსფერი ეკრანიდან მომხმარებელზე. მოცულობის ეს ცვლილება ფიქსირდება მონიტორის ოთხივე კუთხეში განლაგებული სენსორების მიერ, რომელიც კონტროლერს ეხმარება შეხების წერტილის განსაზღვრაში. ამ ტიპის ეკრანები შესაძლებელია გააქტიურდეს მხოლოდ ადამიანის კანის უშუალო შეხებით, ან ელექტრული მუხტის მატარებელი ჩხირით.

დადებითი მხარეები:
  • გამოსახულების უკეთესი გარჩევადობა.
  • გამძლე ეკრანი.
  • კარგი გამძლეობა დამაბინძურებლებისა სითხეების მიმართ (მტვერი, ზეთი, ცხიმი, ტენიანობა).
  • მაღალი გამძლეობა ნაკაწრების მიმართ.
უარყოფითი მხარეები:
  • მოითხოვს შიშველ თითის ან დამუხტული ჩხირის შეხებას რათა გააქტიურდეს.
  • მგრძნობიარეა EMI/RFI-ს მიმართ (EMI - Electromagnetic interference. RFI - Radio frequency interference).

Projected Capacitive

Projected Capacitive Touch იგი არის Surface Capacitive-ს მსგავსი, მაგრამ ის გვთავაზობს 2 მთავარ უპირატესობას: შიშველი ხელის გარდა ის აქტივირდება სამედიცინო ან სხვა თხელი ბამბის ხელთათმანით შეხებაზე; ის გვთავაზობს მულტი-თაჩ აქტივაციას (ანუ ორი თითის ერთდროულ აღქმას). ამ ტიპის ეკრანი შედგება შუშის ფენისგან, რომელსაც მიმაგრებული აქვს გამჭვირვალე ელექტროდის ფირები და IC (Integrated circuit) ჩიპი, რომელიც ქმნის სამგანზომილებიან ელექტროსტატიკურ ველს. თითის ეკრანთან კონტაქტის შედეგად, იცვლება ელექტრული მუხტის კოეფიციენტები და კომპიუტერი ახერხებს შეხების წერტილების აღქმას.

დადებითი მხარეები:
  • გამოსახულების არაჩვეულებრივი ხარისხი.
  • უფრო გამძლე ნაკაწრების მიმართ ვიდრე Surface Capacitive.
  • კარგი გამძლეობა დამაბინძურებლებისა სითხეების მიმართ (მტვერი, ზეთი, ცხიმი, ტენიანობა).
  • მულტი-თაჩი (ორი შეხება ერთდროულად).
უარყოფითი მხარეები:
  • მგრძნობიარეა EMI/RFI-ს მიმართ (EMI - Electromagnetic interference. RFI - Radio frequency interference).
  • აქტივირდება მხოლოდ შიშველი ან თხელი ხელთათმანით დაფარული თითით.

SAW (Surface Acoustic Wave)

Surface Acoustic Wave Touch ასეთი მონიტორები იყენებენ პიეზოელექტრულ გარდამქმნელებს და მიმღებებს მონიტორის გარე მხარეების გასწვრივ, რათა წარმოქმნას უხილავი ულტრაბგერითი ტალღები ზედაპირზე. პანელზე შეხების შედეგად, ტალღის ნაწილი "შეიწოვება". ეს მიმღებს შეხების წერტილის ლოკალიზების და ამ მონაცემის კომპიუტერისთვის გაგზავნის საშუალებას აძლევს. SAW მონიტორები აქტივირდება თითით, ხელთათმანიანი ხელით, ან რბილწვერიანი ჩხირით. SAW მონიტორი გთავაზობთ გამოყენების სიმარტივეს და მაღალ გარჩევადობას.

დადებითი მხარეები:
  • გამოსახულების არაჩვეულებრივი ხარისხი.
  • კიდევ უფრო მეტი გამძლეობა ნაკაწრების მიმართ.
  • თაჩის ექსპლუატაციის მეტი ვადა.
უარყოფითი მხარეები:
  • არ აქტივირდება მყარი საგნების შეხებაზე (კალამი, საკრედიტო ბარათი, ან ფრჩხილი).
  • წყლის წვეთებმა შეიძლება გამოიწვიოს არასწორი რეაგირება.
  • დამაბინძურებლებმა შეიძლება შექმნან გარკვეული "არამგრძნობიარე" არე ეკრანზე სანამ არ მოვაშორებთ.

Infrared

Infrared Touch Infrared თაჩ-მონიტორებში დისპლეი არ არის დაფარული დამატებითი ეკრანით ან ეკრანის "სენდვიჩით". ამის მაგივრად, Infrared მონიტორები იყენებენ ინფრაწითელ გამომასხივებლებს და მიმღებებს, რათა შეიქმნას სინათლის სხივების უხილავი ქსელი ეკრანის გასწვრივ. ეს გამოსახულების საუკეთესო ხარისხის საშუალებას იძლევა. როცა ობიექტი "შეიჭრება" ინფრაწითელ სხივებში, სენსორებს შეხების წერტილის ლოკალიზების საშუალება ეძლევა.

დადებითი მხარეები:
  • თაჩ-ტექნოლოგიებს შორის ყველაზე მაღალი გამოსახულების ხარისხი და შუქის ტრანსმისია.
  • თაჩის ექსპლუატაციის შეუზღუდავი ვადა.
  • ნაკაწრების მიმართ კიდე უფრო გამძლე.
უარყოფითი მხარეები:
  • შესაძლებელია მოხდეს შემთხვევითი (არასასურველი) აქტივაცია, რადგან ინფრაწითელი გამოსხივება ხდება შუშის ზედაპირზე, ზემოთა მხრიდან.
  • მტვერმა, ზეთმა, ან ცხიმმა შეიძლება წარმოქმნას ფენა ზედაპირზე, რომელმაც შესაძლოა ხელი შეუშალოს სხივს, შესაბამისად, თაჩი ფუნქციონირებას შეწყვეტს.
სტატიის წყარო

თაჩ-მონიტორების მწარმოებლები

Resistive

Surface Capacitive

Projected Capacitive

Infrared

Surface acoustic wave (SAW)

ალტერნატიული თაჩ-მონიტორი

თაჩ-მონიტორი დიდ კომფორტს უქმნის მიმტანებს მუშაობისას. ის ამარტივებს შეკვეთის გაშვებას და, შესაბამისად, მუშაობის სისწრაფეც იზრდება. თუმცა თაჩ-მონიტორები რესტორნისთვის ერთგვარი ფუფუნებაც არის, რადგან თითოეული მათგანი საქართველოში ღირს დაახლოებით 420 დოლარის ექვივალენტი ლარში. საქართველოში აწყობილი თაჩ-მონიტორი კი დაახლოებით 200 ლარის დაზოგვის საშუალებას გაძლევთ, რადგან იგი 750 ლარამდე ჯდება. იგი ასე გამოიყურება: Suphra Touch