მიმტანების გამოძახების სისტემა

სუფრა გთავაზობთ მიმტანების გამოძახების სისტემას. ეს მოწყობილობა შეიქმნა, რათა გამარტივდეს კომუნიკაცია მზარეულებსა და მიმტანებს შორის. უმეტეს შემთხვევაში, სამზარეულო (ან სხვა დამამზადებელი ობიექტი) გამოყოფილია (და ასეც უნდა იყოს). შეკვეთის გაშვების შესახებ მზარეულები ინფორმაციას იღებენ პრინტერზე ამობეჭდილი ჩეკის (ან KDS-ის) საშუალებით. მაგრამ როგორ იგებს მიმტანი როდის იქნება მის მიერ შეკვეთილი კერძი მზად? როგორც წესი, მიმტანებს უწევთ წინ და უკან სირბილი, იმის გასარკვევად, მზადაა თუ არა კერძი. ხშირად მზარეულები ეძებენ მიმტანებს, ამ უკანასკნელთ კი შეიძლება დაავიწყდათ მზარეულებთან მისვლა.

ჩვენ გთავაზობთ მიმტანების გამოძახების სისტემას; იგი მოიცავს მეორე სურათზე ნაჩვენებ მოწყობილობასა და მისთვის განკუთვნილ პროგრამულ მოდულს. ეს მოწყობილობა მონტაჟდება სამზარეულოში. შეკვეთის გამზადების შემდეგ, მზარეული აჭერს ღილაკს შესაბამისი ნომრით, რათა გამოიძახოს მიმტანი შეკვეთის წასაღებად. მიმტანი ამ დროს დარბაზშია და ტერმინალში მისთვის ამოდის შეტყობინება, რომელსაც ასეთი სახე აქვს:Waiter Calling Pop-up

ყველაფერი გაცილებით მარტივია; მიმტანი ელოდება ამ შეტყობინებას და მისი გამოჩენისთანავე სამზარეულოში მიდის. ამ გზით თქვენ დაზოგავთ მიმტანის ენერგიას და დროს. რაც შეეხება თავად მოწყობილობას, მასზე თითოეული ღილაკი შეესაბამება მიმტანის ნომერს. იგი ასე გამოიყურება:Waiter Calling Device