Messenger

პოს-ტერმინალები

POS (Point Of Sale) სისტემა არის პროგრამებისა და მოწყობილობების გაერთიანება, რომელიც გამოიყენება გაყიდვების წარმოებისთვის. იგი არის მაქსიმალურად კომპაქტური და ეფექტური სისტემა. POS ტერმინალი, ძირითად შემთხვევაში, წარმოადგენს სენსორულეკრანიან კომპიუტერს რომელსაც მიერთებული აქვს ფულის ყუთი და ხშირად სალარო აპარატიც.

ხშირად POS ტერმინალი ერევათ თაჩ-მონიტორებში. ამიტომ კიდევ ერთხელ გამოვყოთ მათ შორის განსხვავება; თაჩ-მონიტორი არის ჩვეულებრივი ეკრანი, რომელიც რეაგირებს/ფუნქციონირებს თითის შეხებაზე. მას სჭირდება ცალკე კომპიუტერი, რომელსაც იგი უერთდება. ხოლო POS ტერმინალი არის კომპიუტერის და თაჩ-მონიტორის გაერთიანება, ამ ორის კომპაქტური კომბინაცია.
გაგაცნობთ რამდენიმე ცნობილ და პოპულარულ POS ტერმინალს:

კომპანია FIRICH ENTERPRISES CO (შემოკლებით FEC) აწარმოებს POS ტერმინალებს, როგორიცაა: AerPOS, Gladius Smart, Glaive D, Retail Smart, MegaPOS Lite. მათი მონაცემები ერთმანეთისგან მნიშვნელოვნად არ განსხვავდება.AerPOS მაგალითად AerPOS-ს 1.8GHz-იანი ინტელის პროცესორი აქვს, ვირტუალური მეხსიერება სტანდარტულად 1GB, თუმცა 4-მდეც შეიძლება გაზრდა. კვების ბლოკი 90W-იანი აქვს. აგრეთვე აქვს ინტელის ჩაშენებული ვიდეოკარტა და შიდა დინამიკები. მისი ფასი 1000 დოლარს აჭარბებს. გარდა ამისა FEC-ი აწარმოებს თაჩ-მონიტორებსაც.

Carisma Birchკომპანია Birch-იც აწარმოებს როგორც POS ტერმინალებს ისე თაჩ-მონიტორებსაც. იგი ისევე გავრცელებულია საქართველოში (და მსოფლიოშიც) როგორც FEC-ის პროდუქცია. Birch-ის ცნობილი POS ტერმინალის - CARISMA-ს მონაცემები კი ასეთია: პროცესორი - Intel Atom Dual Core 1.8Ghz, კვების ბლოკი - 12V 6.67A 80W, მყარი მეხსიერება - 500GB. აგრეთვე გააჩნია Wi-Fi და MSR ბარათის წამკითხველის და VDF მომხმარებლის დისპლეის მიერთების საშუალება. ფასი კი 1400 დოლარამდეა.

Elo Touch Solutionsკიდევ ერთი გავრცელებული მწარმოებელია Elo Touch Solutions. მათ მოდელებს X15, X17 და X20 ერთნაირი მონაცემები აქვთ. განსხვავება მხოლოდ ეკრანის ზომაშია. პროცესორი - Intel 2.41 GHz Celeron Quad-Core, ვიდეოკარტა - ჩაშენებული Intel HD Graphics, RAM - 2GB (შესაძლებელია გაზრდა 16GB-მდე), მყარი მეხსიერება - 320GB, კვების ბლოკი - 134W.

NCRNCR (National Cash Register) Corporation არის ამერიკული კომპანია რომელიც აგრეთვე აწარმოებს POS ტერმინალებსა და თაჩ-მონიტორებს. მათი ერთ-ერთი უახლესი პროდუქტი NCR XR7 არის თანამედროვე დიზაინის 2-მონიტორიანი სისტემა. როგორც თავად კომპანია აცხადებს, 130 წელზე მეტია რაც ისინი ამ სფეროში მოღვაწეობენ და ამაყობენ POS-ის ხელახლა გამოგონებით (იგულისხმება NCR XR7). მისი მონაცემებია: პროცესორი - Intel Core i3 – 4330T, i5-4570T ან Intel Celeron, დედაპლატა - Intel Q87 Express chipset, RAM - 4GB შესაძლებელია გაზრდა 16GB-მდე, მყარი მეხსიერება - 80 ან 120GB SSD ან 500GB HDD. NCR XR7-ის ფასი დაახლოებით შეადგენს 1700 დოლარის ექვივალენტს ლარში.

ეს არის მცირე ჩამონათვალი POS ტერმინალებისა, რომლებიც ფართოდ არის გავრცელებული მსოფლიოში. თუმცა, შედარებით მცირე ბიზნესისთვის (კაფე, ბარი, ფასტ-ფუდი, მარკეტი, საოჯახო სამზარეულო და ა.შ.) რთულია ამ ღირებულების ტექნიკის შეძენა. ეს უკვე ფუფუნების საგანია, რაც მცირე ბიზნესს შორს ვერ წაიყვანს. თანაც, POS ტერმინალების უმეტესობას ბევრად მწირი მონაცემები აქვს ვიდრე ჩვეულებრივ კომპიუტერს. იმისათვის, რომ გადაწყვეტილების მიღებაში დაგეხმაროთ, საჭიროა შევადაროთ POS ტერმინალი "კომპიუტერს + მონიტორი" (ან "კომპიუტერს + საქართველოში აწყობილი თაჩ-მონიტორი") სისტემას.

POS-ის უპირატესობები (კომპიუტერთან შედარებით):

  • კომპაქტურია, იკავებს ნაკლებ ადგილს.
  • მოსახერხებელია სამუშაოდ მოლარისთვის/მიმტანისთვის.
  • ვიზუალურად შთამბეჭდავია მომხმარებლისთვის და მას განცდა აქვს, რომ კომპანიას კომფორტისთვის ფული არ ენანება.

POS-ის უარყოფითი მხარეები:

  • ძვირია (დაახლოებით 900 დოლარის ექვივალენტს ლარში და ზემოთ).
  • ხშირ შემთხვევაში რთულია მისი დრაივერების პოვნა/დაყენება.
  • უმეტესობას აქვს ბევრად მწირი მონაცემები ვიდრე დღევანდელ სმარტფონებს.
  • (საქართველოში) რთულია ისეთი ადამიანის პოვნა, ვისაც POS ტერმინალების შეკეთება შეუძლია. შესაძლოა იმიტომ, რომ მათი ნაწილები არასტანდარტული (კომპაქტური) ზომისაა და სპეციალური გამოწერის გარეშე შოვნა ძალიან ძნელია. ნაწილების ჩამოტანაც გარკვეულ სირთულეებს მოიცავს.
  • არ არის რეკომენდებული მისი გამოყენება სერვერად რადგან დატვირთვას ნაკლებად უძლებს.

"კომპიუტერს + მონიტორი" - უპირატესობები:

  • შედარებით იაფია (დაახლოებით 900-1000 ლარი, აქ აწყობილი თაჩ მონიტორის შემთხვევაში დაახლოებით 1200 ლარამდე).
  • გამოდგება როგორც ერთ ისე მრავალპრინტერიან სისტემაში, რადგან მეტ დატვირთვას უძლებს.
  • მონაცემები ბევრად უკეთესი აქვს.
  • მარტივია მისი დრაივერების პოვნა/დაყენება.
  • მარტივია შეკეთება, რადგან ძირითადად ნაწილები (მათი ზომებიც) სტანდარტულია თითქმის ყველა კომპიუტერისთვის და ადვილად იშოვება საქართველოშიც.
  • როგორც წესი, POS-ის მონიტორების გაფართოება ნაკლებია ჩვეულებრივი მონიტორისაზე.

"კომპიუტერს + მონიტორი" - უარყოფითი მხარეები:

  • არაკომპაქტურია - იკავებს დაახლოებით 2-ჯერ მეტ ადგილს.
  • მომხმარებელზე შთაბეჭდილების მოსახდენად ნაკლებად ეფექტურია (თუმცა კომპიუტერი (ქეისი) მაგიდის ქვეშ დგას და არ ჩანს, შესაბამისად არავის დააფრთხობს რადგან მომხმარებელს არ აინტერესებს თქვენ POS-ზე მუშაობთ თუ ჩვეულებრივ მონიტორზე და მაგიდის ქვეშ ქეისი გიდევთ თუ არა).
  • სამუშაოდ, ალბათ, ცოტათი ნაკლებ მოსახერხებელია ვიდრე POS ტერმინალი.

ვიმედოვნებთ, რომ ჩვენი სტატია დაგეხმარებათ უკეთ გაერკვიოთ და სწორად აირჩიოთ ტექნიკა თქვენი კომპანიის შესაძლებლობების და მასშტაბების შესაბამისად.