Messenger

კომპიუტერები

ნებისმიერი პროგრამის, მათ შორის სუფრას, ფუნქციონირების ხარისხი მნიშვნელოვნად დამოკიდებულია კომპიუტერის ხარისხზე. განსაკუთრებით როცა საქმე ეხება ისეთ დაწესებულებებს (რესტორნებს, სუპერმარკეტებს და ა.შ), სადაც კომპიუტერზე ძალიან ბევრი რამაა დამოკიდებული და ბევრად მეტი დატვირთვით მუშაობს ვიდრე სახლში. რესტორანში კომპიუტერს უწევს უწყვეტი მუშაობა საათების განმავლობაში, ამიტომ აუცილებელია დაკვირვებით შეირჩეს მისი ნაწილები, რადგან მათ ხარისხზეა დამოკიდებული კომპიუტერის საიმედოობა და მუშაობის სისწრაფე.

ჩვენი გამოცდილების საფუძველზე გთავაზობთ ოპტიმალური კომპიუტერის მონაცემებს:


Parts Of Computer
  • დედაპლატა (დედადაფა): Asus (მაგ. H81M-K, H61M-K).
  • ჩიპსეტი: Intel Chipset.
  • პროცესორი(სერვერისთვის): Dual Core 3.00GHz-დან.
  • პროცესორი(ტერმინალისთვის): Celeron, Dual Core 1.80GHz-დან.
  • RAM (დროებითი წვდომის მეხსიერება)(სერვერისთვის): მინიმუმ 2.00 GB, (რეკომენდირებულია 4გბ), ბრენდები: Kingston, Transcend, ADATA, A-Team.
  • RAM (ტერმინალისთვის): მინიმუმ 512 MB, (რეკომენდირებულია 2GB), ბრენდები: Kingston, Transcend, ADATA, A-Team.
  • კვების ბლოკი (სერვერისთვის): მინიმუმ 500w.
  • კვების ბლოკი (ტერმინალისთვის): მინიმუმ 300w.
  • CPU ქულერი: Deep Cool-ის Theta 31PWM ან მსგავსი სერიის.
  • ვიდეოკარტა: საკმარისი ჩაშენებული ვიდეოკარტაც. თუმცა ორმონიტორიანი სისტემის დროს ვაყენებთ მეორე ვიდეოკარტას (მაგ. GeForce N210)
  • მყარი დისკი (HDD): საკმარისია დაახლოებით 40GB, თუმცა იყიდება მინიმუმ 500GB-იანები და ნაკლები მოცულობის დისკები იშვიათობაა. ბრენდები: საუკეთესოა SeaGaTe, თუმცა შეიძლება აგრეთვე Western Digital, Samsung, Toshiba.

რაც შეეხება მონიტორს, ბრენდი აქ არ არის გადამწყვეტი. შეგიძლიათ გამოიყენოთ Samsung, Philips, Sony და ა.შ. მთავარია მონიტორის გაფართოება იყოს მინიმუმ 1366x768 (პიქსელი). კლავიატურისა და მაუსის შერჩევაც თქვენს გემოვნებაზეა დამოკიდებული. აგრეთვე შეგიძლიათ შეიძინოთ LG-ის ან Samsung-ის ფირმის CD-ROM-იც (Compact Disc, read-only-memory), თუ ამის აუცილებლობა იქნება.

ეს არის მინიმალური მოთხოვნები და როცა რესტორანს ახალი კომპიუტერების შეძენა უწევს ჩვენ ოპტიმალურ ვარიანტებს ვთავაზობთ, რაც ნაკლები ჯდება, ვიდრე რაღაც სუპერკომპიუტერის ყიდვა რომლის საოცარი მონაცემებიც არაფერში დასჭირდება რესტორნის პროგრამას. თუმცა თქვენ შეგიძლიათ შეიძინოთ ან გამოიყენოთ უკვე შეძენილი კომპიუტერი, რომელსაც უკეთესი მონაცემები აქვს. ეს უკვე თქვენს სურვილზეა დამოკიდებული.

რათქმაუნდა, ეს არ ნიშნავს, რომ კომპიუტერი, რომელიც ვერ აკმაყოფილებს ზემოთ ჩამოთვლილიდან რომელიმე მოთხოვნას, სამუშაოდ არ გამოდგება. ეს ნიშნავს იმას, რომ იგი, სავარაუდოდ, ნაკლებად საიმედო და გამძლე იქნება.