ფონტების ინსტალაცია

რა არის ფონტი?

ფონტი არის გარკვეული დიზაინის მქონე სიმბოლოთა (ანბანის ასოები, ციფრები, სასვენი ნიშნები და სხვა ნებისმიერი ასო-ნიშანი) ერთიანობა. ოპერაციულ სისტემებში ფონტის ფაილი შეგვიძლია წარმოვიდგინოთ ცხრილის სახით, სადაც კონკრეტული კოდირების სისტემის (მაგ. Unicode) თითოეულ სიმბოლოს შეესაბამება ესა თუ ის მოხაზულობა.

კოდირების სისტემებში მოცემულია ამა თუ იმ ენის ასო-ნიშნები რომელთაგან თითოეულს უნიკალური კოდი აქვს მინიჭებული. ჩვენ ძირითადად შეხება გვაქვს უნიკოდთან (Unicode), სადაც, საბედნიეროდ, ქართული ანბანისთვის ცალკე სიმბოლოები გამოყოფილია. ამის წყალობით ჩვენ საშუალება გვაქვს გამოვიყენოთ ქართული ანბანის სიმბოლოები ტექსტის აკრეფისას. font preview

რა ტიპის ფონტები არსებობს?

ისევე როგორც ფოტოსურათი, ფონტის ფაილიც გვხვდება სხვადასხვა გაფართოებით; ყველაზე ხშირად გამოყენებადია:

  • TTF (TrueType Font)
  • OTF (OpenType Font)
  • EOT (Embedded OpenType Font)
  • WOFF (Web Open Font Format File)
  • WOFF2 (Web Open Font Format 2.0 File)
  • SVG (Scalable Vector Graphics font)

თითოეულ ფორმატს თავისი დადებითი და უარყოფითი მხარე ან თავისებურება ახასიათებს. ამ თავისებურებების განხილვა ამ გაკვეთილში აუცილებელი არ არის.

ფონტების ინსტალაცია Windows სისტემაში

ფონტების ინსტალაცია სხვა არაფერია თუ არა ფაილების ჩაწერა კონკრეტულ ფოლდერში. Windows-ის ფონტები ინახება განყოფილებაში C:\Windows\Fonts. ამიტომ საკმარისია ფონტების ამ ფოლდერში ჩაწერაც. თუმცა ფონტის ინსტალაციის სხვა გზებიც არსებობს და ეს გზები ძველ და ახალ Windows-ში განსხვავებულია.

Windows XP, Server 2003, Server 2008

Windows-ის ამ ვერსიებში ფონტის დასაყენებლად უნდა გახსნათ Control Panel და გაააქტიუროთ “Classic View” (თუ უკვე არ არის გააქტიურებული). დაინახავთ “Fonts” საქაღალდეს, როგორც სურათზეა ნაჩვენები:

xp fonts

ორჯერ დაჭერით გახსენით ეს საქაღალდე და დაინახავთ უკვე დაყენებულ ფონტებს. კონკრეტული ფონტის სანახავად შეგიძლიათ ორჯერ დაჭერით გახსნათ იგი როგორც ქვემოთაა ნაჩვენები:

xp fonts

ახალი ფონტის დასაყენებლად ზედა ნავიგაციაში დააჭირეთ "File"-ს და აირჩიეთ “Install New font”. შემდეგ მოძებნეთ ფონტი, რომლის დაყენებაც გსურთ (რომელიც გადმოწერილი გაქვთ ან ნებისმიერ საქაღალდეში გაქვთ შენახული), შეარჩიეთ იგი და დააჭირეთ OK-ს.

xp fonts

ფონტის წაშლა გაცილებით მარტივია. უბრალოდ მონიშნეთ წასაშლელი ფონტი, დააჭირეთ მარჯვენა ღილაკს მაუსზე და აირჩიეთ “Delete”.

Windows Vista, 7, 8, 10

Windows-ის ამ სისტემებში საჭიროა უბრალოდ მონიშნოთ სასურველი ფონტი (ფონტები), დააჭიროთ მაუსის მარჯვენა ღილაკს და შემდეგ Install-ს.

install font