Messenger

რჩევები ახალგახსნილი რესტორნის მფლობელებისთვის

რესტორნისთვის პოპულარობის მოპოვების გზები

რესტორანი (და ზოგადად ნებისმიერი ბიზნესი) წარმოუდგენელია რეკლამირების გარეშე. ინტერნეტ სივრცეში პოპულარობის მოსაპოვებლად აუცილებელია იყოთ მაქსიმალურად ხელმისაწვდომი პოტენციური კლიენტისთვის.

new restaurant

1) რესტორნის განთავსება Google-ს გლობალურ რუკაზე

Google My business

ერთ-ერთი ყველაზე ხშირად დასმული შეკითხვა ზუსტი მისამართი, ტელეფონი და სამუშაო საათებია. გუგლის გლობალური რუკა საშუალებას გაძლევთ თქვენი ბიზნესი მონიშნოთ სრულიად უფასოდ. შედეგად, Google Maps-ში მიმართულების (directions) პოვნა უფრო ადვილი ხდება და ადამიანებს გუგლის ნავიგაციით შეეძლებათ თქვენამდე მოსვლა.

ამისთვის საჭიროა:

  1. შეხვიდეთ საიტზე Business.google.com
  2. იპოვოთ თქვენი ბიზნესის მისამართი რუკაზე და შეავსოთ დეტალები:
    • ზუსტი მისამართი
    • ტელეფონი
    • საფოსტო ინდექსი
    • ლოგო
    • მენიუს სურათები
    • ინტერიერის სურათები
    • სამუშაო საათები და ა.შ.
  3. ინფორმაციის სრულად შევსების შემდეგ უნდა მოითხოვოთ ვერიფიკაციის კოდი გუგლისგან.
ბიზნესის რეალურობის შესამოწმებლად Google (თქვენი მოთხოვნიდან 14 დღის ვადაში) ფოსტით გზავნის სპეციალურ კოდს, რომელიც არავის არ უნდა გადასცეთ. Business.google.com-ზე დაახლოებით 7 დღის შემდეგ ჩნდება ღილაკი "Enter code", სადაც აღნიშნული კოდი უნდა შეიყვანოთ. კოდი ვალიდურია (გამოდგება) 1 თვის განმავლობაში, ამიტომ მისი შეყვანა საჩქაროა.


ამ ყველაფრის შედეგია ის, რომ თქვენი ბიზნესის სახელით Google-ს საძიებო სისტემაში პირველ ადგილს დაიკავებთ (თუ ასეთი უკვე არ არსებობს) და ძებნის შედეგს ასეთი სახე ექნება:

Suphra page in search

2) რესტორნის განთავსება სოციალურ ქსელებში

Facebook გვერდი

თქმაც არ სჭირდება რომ ეს აუცილებელია. ეცადეთ მაქსიმალურად შეავსოთ ინფორმაცია და სწორად აირჩიოთ კატეგორია. ასევე გირჩევთ შეამოკლოთ Facebook-ის მიერ ავტომატურად მონიჭებული გრძელი ID და თქვენი გვერდის დამახსოვრება უფრო ადვილი იქნება. სურათზე ნაჩვენები გვერდი შეიძლება ადვილად დაიმახსოვროთ მისამართით fb.com/Owlpubgeorgia. მართალია ასე ძალიან ცოტა ადამიანი იმახსოვრებს, მაგრამ თქვენ გექნებათ უნიკალური, მარტივი ID.

Facebook იძლევა რესტორნის მენიუს დამატების საშუალებასაც. თუმცა გაითვალისწინეთ მენიუს ფაილი უნდა იყოს PDF ფორმატში და არ უნდა აჭარბებდეს 1 MB-ს. აგრეთვე შესაძლებელია სურათების ატვირთვაც (მაგ: jpg ფორმატში).

owl pub page

რა ხდება შემდეგ? ამის შემდეგ, იმისთვის, რომ პოპულარობა ადვილად მოიპოვოთ, შეგიძლიათ გამოიყენოთ Facebook რეკლამა. არ დაგავიწყდეთ, სწორად შეარჩიოთ რეკლამის აუდიტორია ლოკაციის და პოტენციურ კლიენტთა ასაკის მიხედვით. ასე რეკლამა უფრო ეფექტური იქნება.

Google+ გვერდი

Google+ გვერდის შექმნა Google Business-ის ნაწილია. მისი შექმნა ბიზნესის რუკაზე დამატებასთან ერთად შეგიძლიათ. გაითვალისწინეთ, უნდა შექმნათ ბიზნესის გვერდი და არა პროფილი. პროფილები განკუთვნილია პიროვნებებისთვის და ფუნქციონალურად ბევრად განსხვავდება გვერდისგან.

Suphra Google+ page

იგივე ექაუნთით შეგიძლიათ შექმნათ Youtube არხი და დადოთ საინტერესო ვიდეოები (ივენთები, კერძების ან სასმელების დამზადების პროცესი და ა.შ.).

Instagram გვერდი

მეტი ადამიანის მოსაზიდად შეგიძლიათ დადოთ ფოტოები ინსტაგრამზე. პროფილის შექმნის შემდეგ არ დაგავიწყდეთ ბიზნეს ექაუნთზე გადართვა (Switch to business acoount), რაც აპლიკაციის პარამეტრებიდან ხდება.

Suphra instagram page

სხვა სოც-მედია

მართალია, საქართველოში სხვა სოციალურ ქსელებს ცოტა მომხმარებელი ჰყავს, თუმცა რესტორანი ხომ არ არის გათვლილი მხოლოდ ქართველ კლიენტებზე. ამიტომ შეგიძლიათ ცოტა დრო დაუთმოთ სხვა ქსელებსაც; ესენია:

Twitter
Twitter საკმაოდ გავრცელებულია, თუმცა ქართველი მომხმარებელი აქტიურად არ იყენებს. მისი საშუალებით ალბათ უფრო უცხოელ კლიენტებს მოიზიდავთ.
Pinterest
Pinterest-ის ფუნქცია საინტერესო ინფორმაციის კოლექციის შექმნა და გაზიარებაა. გამოიყენეთ იგი ვიდეოების და ფოტოების გასაზიარებლად. სასურველია ეს კონტენტი იყოს ინფორმაციული და საინტერესო, ანუ ეხმიანებოდეს Pinterest-ის იდეას.
Viber
ამ აპლიკაციის პოპულარობიდან გამომდინარე, სასურველია მომხმარებელს შეუქმნათ კომფორტი და მისცეთ კონტაქტის საშუალება. აუცილებლად გამოიყენეთ ერთი და იგივე მობილურის ნომერი Facebook Page-ზე და Viber ექაუნთზე.
Whatsapp
იგივე შეიძლება ითქვას Whatsapp-ზე. აქაც გამოიყენეთ იგივე ნომერი, რომ არ დააბნიოთ კლიენტი.

3) რესტორნის საიტის შექმნა

ეს, რა თქმა უნდა, გარკვეულ თანხებთან არის დაკავშირებული. საიტის მისამართი (.ge domain) წელიწადში 30 ლარი ჯდება, ხოლო საიტის განთავსება (hosting) წელიწადში 60 ლარიდან იწყება და 500 ლარს აჭარბებს. თუმცა, საშუალოდ რესტორნის საიტისთვის საკმარისი პარამეტრებით ჰოსტინგი 100-120 ლარამდე ჯდება წელიწადში.

ცალკე საკითხია საიტის დამზადება. ეს ერთჯერადი ხარჯია, თუმცა საიტს ადმინისტრირება მუდმივად სჭირდება და ამ მომსახურების ფასი საქმის სირთულეზეა დამოკიდებული. საიტის დამზადების სერვისს საქართველოში უამრავი კომპანია გთავაზობთ. მათ შორის არის Suphra. ჩვენ მიერ შექმნილი საიტები.

გაითვალისწინეთ: ეს სმარტფონების ეპოქაა, შესაბამისად საიტის დამამზადებელს აუცილებლად უნდა მოსთხოვოთ საიტი იყოს მორგებული (responsive) ნებისმიერი ზომის ეკრანზე.

4) რესტორნის დამატება საინფორმაციო საიტებზე

Restaurant.ge
ეს არის საქართველოში არსებული რესტორნების კატალოგი, რომელიც შექმნილია Suphra-ს მიერ. რესტორნის განთავსება ამ საიტზე უფასოა.
Pinpoint.ge
ერთ-ერთი ლიდერი საინფორმაციო საიტი, სადაც ნებისმიერი ბიზნესის დამატება შეიძლება. ამ საიტს აქვს ასევე ფასიანი სერვისები, რომელთაგან აღნიშვნის ღირსია 360°-იანი ფოტო-სფეროები.
Swoop.ge
ყველასთვის კარგად ნაცნობი ფასდაკლებების და აქციების საიტია, რომელსაც აქტიურად იყენებენ ქართული რესტორნები. ამიტომ გირჩევთ თქვენც.
Infoman.ge
საინფორმაციო საიტი, სადაც უფასოდ შეგიძლიათ განათავსოთ თქვენი ბიზნესის დეტალები. აქვს რამდენიმე ფასიანი სერვისიც (მაგ: VIP ადგილი).
Yell.ge
კიდევ ერთი საინფორმაციო საიტი, სადაც ბიზნესის განთავსება ასევე უფასოა, თუმცა არის ფასიანი სერვისებიც.
City24.ge
ამ საიტზე, კონკურენტებისგან განსხვავებით, ბიზნესის განთავსებაც კი ფასიანია, თუმცა საიტი საკმაოდ მრავალფუნქციური და პოპულარულია. ასე რომ, თქვენ გადაწყვიტეთ. ამ დროისთვის "ობიექტის განთავსების წლიური ღირებულება შეადგენს 250 ლარს", სერვისით კი ამ ეტაპზე 12027 კომპანია სარგებლობს.

5) Tripadvisor-ზე რესტორნის განთავსება

ბოლო, მაგრამ ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილი: რესტორნის განთავსება Tripadvisor.com-ზე. დღესდღეობით ასობით ქართული რესტორანი იყენებს ამ პლატფორმას, ამიტომ გირჩევთ თქვენც გამოიყენოთ.


სულ ეს იყო. გირჩევთ, გამოიყენეთ ყველა უფასო გზა რათა გაზარდოთ რესტორნის ხილვადობა და პოპულარობა. გისურვებთ წარმატებებს.