Messenger

Malwarebytes AdwCleaner

რისთვის გამოიყენება პროგრამა AdwCleaner?

თუ თქვენი ოპერაციული სისტემა შენელებულად მუშაობს შესაძლოა ის ინფიცირებული იყოს ვირუსული რეკლამებით, პოტენციური საფრთხის შემცველი პროგრამებით (PUP) ან ბრაუზერის დანამატებით. Malwarebytes AdwCleaner ასუფთავებს სისტემას ასეთი ზედმეტობებისგან და აუმჯობესებს მის წარმადობას ("პერფორმანსს").

adwcleaner

როგორ მუშაობს AdwCleaner?

  • შლის ვირუსულ რეკლამებს
  • შლის არასასურველ toolbar-ებს ბრაუზერიდან
  • შლის პოტენციური საფრთხის შემცველ პროგრამებს

ტექნიკური მახასიათებლები

  • ბოლო ვერსია: 7.0.3.0
  • სისტემური მოთხოვნა: Windows 10 (32/64-bit), Windows 8 (32/64-bit), Windows 7 (32/64-bit)
Windows XP-ს ან Windows Server 2003-ის შემთხვევაში ეს პროგრამა შეგიძლიათ გადმოწეროთ საიტიდან uptodown.com, სადაც ძველი ვერსიებია ხელმისაწვდომი.

ინსტალაცია

პროგრამის გადმოსაწერად ეწვიეთ საიტს Malwarebytes AdwCleaner. პროგრამა არ საჭიროებს ინსტალაციას. საჭიროა მხოლოდ გაუშვათ გადმოწერილი ფაილი.

გამოყენება

პროგრამის ბოლო ვერსიას ასეთი სახე აქვს: ვაჭერთ Scan-ს და პროგრამა ასკანერებს სისტემას.

adwcleaner

სკანირების შემდეგ დააჭირეთ ღილაკს Clean და პროგრამა წაშლის ნაპოვნ ვირუსულ ელემენტებს.

adwcleaner

გასუფთავების შემდეგ პროგრამა მოგთხოვთ სისტემის გადატვირთვას (Restart). უსაფრთხოების თვალსზრისით, აუცილებელია ამ დროს თანხმობას დააჭიროთ და მოთმინებით დაელოდოთ კომპიუტერის ჩართვას.