ეს არის პროგრამული მოდული შექმნილია სპეციალურად ბანკეტების მენეჯმენტისთვის. პროგრამა დაგეხმარებათ ბანკეტების დაგეგმვაში. მისი საშუალებით შესაძლებელია:
ბანკეტის მოდული ინფორმაციას (მენიუ, პროდუქტების სია) იღებს პროგრამა "სუფრა"-სგან, რაც ნიშნავს, რომ იგი არ არის დამოუკიდებელი პროგრამა და სპეციალურად "სუფრა"-სთვისაა შექმნილი.
პროგრამის გაშვებისას ვხედავთ კალენდარს, რომელზეც მწვანედ არის მონიშნული დაჯავშნული დღეები. მწვანე ღილაკზე დაჭერით საინფორმაციო ველში ჩნდება მოკლე ინფორმაცია ამ ბანკეტის შესახებ. უფრო დაწვრილებითი ინფორმაციისთვის უნდა დავაჭიროთ ღილაკს "გახსენი ეს ბანკეტი". ახალი ბანკეტის დასამატებლად უნდა ავირჩიოთ სასურველი დღე და დავაჭიროთ ღილაკს "დაამატე ახალი ბანკეტი". აქედან ვირჩევთ სასურველ მენიუს და ვუთითებთ სტუმრების რაოდენობას.
ღილაკ "დამატებითი"-ზე დაჭერით გამოდის ახალი ფანჯარა, სადაც მომხმარებლის და ბანკეტის შესახებ ინფორმაცია შეგვყავს. ამავე ფანჯრიდან შესაძლებელია მიმდინარე, ანუ შერჩეული ბანკეტის ექსელში ექსპორტირება. რაც შეეხება შენახვას - თქვენ ბანკეტს ინახავთ ისევე როგორც მაგალითად ვორდის ან ნებისმიერი სხვა პროგრამის ფაილს. სუფრა ბანკეტს გააჩნია საკუთარი გაფართოება (.sbxml). ეს კი იმას ნიშნავს, რომ კონკრეტული ბანკეტის გახსნა შეგიძლიათ შესაბამის ფაილზე ორჯერ დაკლიკებით, როგორც ეს სხვა პროგრამების შემთხვევაში ხდება.